{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ჯომარდობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ჩხერიმელაზე საცდელი დაშვება განახორციელა


    ხარაგაულში ჯომარდობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მიშა მინდელი და ჯომარდობის მსოფლიო დონის გერმანელი ექსპერტი სტეფანი იმყოფებოდნენ. ტურიზმის სამსახურის ინიციატივით, მდინარე ჩხერიმელაზე, დევების სანაპიროდან სამი კმ ის მანძილზე საცდელი დაშვება განხორციელდა.

    ჯომარდობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მიშა მინდელმა აღნიშნა, რომ მდინარე ჩხერიმელას ძალიან საინტერესო ხეობა აქვს. ,,ხეობა მესამე კატეგორიის სირთულისაა და აქ მოყვარულ დონეზე გაზაფხულიდან ზაფხულის დასაწყისამდე შესაძლებელია ჯომარდობის მოწყობა.“ 

    ბერიკა თურმანიძე: (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი)
    ,,მივიღე შემოთავაზება და მიმიწვიეს ფშავში კურსებზე, სადაც შეგვასწავლიან ამ სპორტის სახეობას, გავივლთ ტრენინგებს, რათა სამომავლოდ გვქონდეს შესაძლებლობა ადგილობრივი რესურსით განვახორციელოთ დაშვებები მდინარე ჩხერიმელაზე და ხელი შევუწყოთ ხარაგაულში ამ სპორტის განვითარებას. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ტურიზმის განვითარებისთვის. ვფიქრობ, ხარაგაულელებისთვის საინტერესო და სასურველი იქნება მონაწილეობა მიიღონ ჯომარდობის სამოყვარულო ჩემპიონატში. ასევე ტურიზმის სამსახურს შესაძლებლობა ექნება ტურისტებს ამ

    კუთხით შესთავაზოს სხვადასხვა სახის აქტივობები, და გასართობი ღონისძიებები, რაც ბევრად გაზრდის ტურისტების დაინტერესებას ხარაგაულით. 

    უახლოეს მომავალში, საქართველოს ჯომარდობის ფედერაციასა და ხარაგაულის ტურიზმის ცენტრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის ფარგლებში ხარაგაულში ჯომარდობის სამოყვარულო ჩემპიონატი გაიმართება.

     

     

    13 ივნისი 2016

    ნანახია: 1187 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი