{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის თანამშრომლებს გამოცდილებებს უზიარებს


    „საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ“ ა(ა)იპ „ხარაგულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის სამსახურის“ თანამშრომლებისა და სამთო ტურიზმით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გამართა.
    ასოციაციის ტექნიკურმა ლიდერმა, არჩილ ცინცაძემ და ექსპერტ-მასწავლებელმა, ილია ბერულავამ ტრენინგ-კურსები, ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში, „სამთო გამყოლთა განვითარების პროგრამის ფარგლებში“ ჩაატარეს.
    სასწავლო კურსის ფარგლებში ორი დღე თეორიულ, ხოლო სამი დღე პრაქტიკულ სწავლებას დაეთმო.
    „სამთო გამყოლთა განვითარების პროგრამა“ მსოფლიო ბანკის, ფრანგული კომპანია „SFERE“ -ს და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა, რომელიც სამთო გამყოლთა მომზადებას ითვალისწინებს.
    ტრენერების მოწვევა ხარაგაულში ა(ა)იპ „ხარაგულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის სამსახურის“ ორგანიზებით მოხდა. ტურიზმის სამსახურის, დირექტორის ბერიკა თურმანიძის განმარტებით აღნიშნული ტრენინგის გავლა მნიშვნელოვანია ტურიზმის თანამშრომლებისთვის, რადგან ჩამოყალიბდნენ კვალიფიციურ გამყოლებად და მაღალი სტანდარტებით მოემსახურონ სტუმრებს და ტურისტებს.
    „საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის“ ტექნიკურმა ლიდერმა, არჩილ ცინცაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და „ტურიზმის ცენტრი“ მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შეუწყონ ტურიზმის განვითარებას ხარაგაულში:
    „ასეთი მოტივირებული ჯგუფი როგორიც ხარაგაულში დამხვდა არსად მინახავს. ორგანიზებული და მონდომებული ხალხია. მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის ყველაფერს აკეთებენ. ხარაგაულს ტურიზმის განვითარების პოტენციალი აქვს. ჩვენ მოვინახულეთ ე.წ. „ხანდების კლდეები“, რომელიც იდეალურია საცოცი კომპლექსის მოწყობისთვის. ადგილმდებარეობაც ხელს უწყობს ხარაგაულს. იგი თითქმის ცენტრშია. აქ შეგიძლია იმგზავრო მატარებლით, რომელიც ერთობ მიმზიდველია ტურისტისთვის. ეს ადგილი იდეალურია საოჯახო ტურიზმის განვითარების კუთხით. აქ შეიძლება განვითარდეს საცხენოსნო ტურიზმი; კლდეზე ცოცვა; „მოტო ტურიზმი“; ჯომარდობა დაა.შ. საკმაოდ დიდი პაკეტის შეთავაზება შეიძლება სხვადასხვა ინტერესის მქონე ტურისტებისთვის.“

     

     

     

    13 ივნისი 2016

    ნანახია: 1707 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი