{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტის განსახორციელებლად რეგიონალური განვითარების ფონდიდან 99 999 ლარი დაიხარჯა

    ხარაგაულის N 2 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გარემონტდა სასწავლო და საძინებელი ოთახები. შეიცვალა იატაკი, ჭერი, დამონტაჟდა მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა სველი წერტილები, მოხდა შენობის ფუნდამენტის გამაგრება და მოეწყო სანიაღვრე არხები. საბავშვო ბაღი ორსართულიანია და თანამედროვე სტანდერტების შესაბამისია. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მის განსახორციელებლად 99 999 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, იგი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს,,პარმაღმა“ შეასრულა.

    N2 საბავშო ბაღში დღეის მონაცემებით სულ 50 აღსაზრდელი ირიცხება.

    განახლებული ბაღის შენობა, დღეს გამგებელის მოადგილემ დავით დევდარიანმა, საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის კომისიის თავმჯდომარემ შალვა ლურსმანაშვილმა და ა(ა)იპ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას დირექტორმა ირმა სებისკვერაძემ დაათვალიერეს.

    ,,ამ საბავშვო ბაღში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. დღეს კი უკვე, მუნიციპალიტეტის გამგებელის, კობა ლურსმანაშვილის აქტიური მუშაობით, ჩვენს პატარებს ლამაზ გარემოში უწევთ ყოფნა. ადგილობრივი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტულია ბაღების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა. შექმნილი კომფორტული გარემო კი ხელს შეუწყობს მომავალი თაობის აღზრდასა და განვითარებას“- განაცხადა ა(ა)იპ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას დირექტორმა ირმა სებისკვერაძემ.
    აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2012 წლამდე სულ 8 ბაღი ფუნქციონირებდა. სამი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში დამატებით 6 საბავშვო ბაღი აშენდა და 3 რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

     

     

    22 ივნისი 2016

    ნანახია: 1093 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი