{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მესხიშვილის თეატრში თამაში ჩვენთვის დიდი ზეიმია

     

    თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2016" გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ხარაგაულის სახალხო თეატრის დასმა სპექტაკლი „სათაგური“ წარმოადგინა.

    სპექტაკლი “სათაგური” ერთი ქართველი გლეხის სახლის სხვენზე მომხდარ ფანტასტიკურ ისტორიას მოგვითხრობს. კერძოდ, სათაგურში გამომწყვდეული თაგვის გადარჩენისათვის თავგანწირული მეგობრების შესახებ. წარმოდგენის მიზანს ნებიმიერი ასაკის მაყურებლისათვის დადებითი განწყობის შექმნის გარდა, იმის სწავლაც წარმოადგენს, როგორ უნდა დაუდგნენ მხარში ერთმანეთს ადამიანები. ეს ამბავი საუკუნეზე მეტი ხნის წინ უამბო ბავშვებს დიდმა ქართველმა მწერალმა ვაჟა-ფშაველამ.

     

    სპექტაკლის რეჟისორის ირინა ჩხეიძის თქმით, იმერეთის თეატრალური ფესტივალისთვის ხარაგაულის სახალხო თეატრი მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა.

     

    "მთელი წლის განმავლობაში ვემზადებით ამ ფესტივალისთვის. ვნახულობთ სხვა სპექტაკლებს და ვიზიარებთ გამოცდილებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თეატრისთვის. დღევანდელი სპექტაკლი დიდი თეატრის მომავალმა ცვლამ წარმოადგინა. მესხიშვილის თეატრში თამაში ჩვენთვის დიდი ზეიმია," - განაცხადა რეჟისორმა.

     

    ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2016“ 20 ივნისს დაიწყო. 7 ივლისის ჩათვლით მაყურებელს იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თეატრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლების ნახვის საშუალება ყოველდღე ექნება.

     

     

    24 ივნისი 2016

    ნანახია: 1065 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი