{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დიდვაკის ცენტრალური გზის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთი უახლოეს მომავალში რეაბილიტირდება

    ჩინური კომპანის მუშაობა, რომელიც სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბს აშენებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდვაკის მოსახლეობამ გააპროტესტა. ადგილობრივებმა აქცია გამართეს და კომპანიის წარმომადგენლებისგან, რომლებიც დიდვაკის ცენტრალურ გზაზე სატვირთო მანქანებით ქვიშა-ხრეშის გადაზიდვას ახდენენ, მუშაობის შეწყვეტა მოითხოვეს და სატვირთო მანქანებს გზა გადაუკეტეს.

     

    მოსახლეობის განცხადებით, სატვირთო მანქანების მოძრაობისას გაუსაძლისი მდგომარეობაა, დაბინძურებული ჰაერი და მტვერი ნორმალურად სუნთქვის და არსებობის საშუალებას არ იძლევა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, გზის შესაბამისი მონაკვეთის რეგულარულად მორწყვაა. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, დიდვაკის მოსახლეობას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და გამგებლის მოადგილე დავით დევდარიანი შეხვდნენ. როგორც შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა განმარტა, პრობლემის გადასაჭრელად პირადად ესაუბრა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს.

    ,,მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველაფერს გააკეთებს იმისათის, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ხვალვე შეხვდებიან დიდვაკის მოსახლეობას და პრობლემის გადაჭრის გზას ერთად მოძებნიან“-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

    ადგილობრივებს მუნიციპალტეტის გამგებელმა განუმარტა, რომ დიდვაკის ცენტრალური გზის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთი უახლოეს მომავალში რეაბილიტირდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების საგზაო დეპარტამენტის მიერ დაფინანსდება. ამჟამად სამუშაოების შესყიდვის პროცდურები მიმდინარეობს.
    შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფლის სხვა პრობლემებზეც ისაუბრეს. მათი განმარტებით, მძიმე მდგომარეობაშია დიდკავის საცხოვრებელი ბინები და სასწრაფოდ საჭიროებს შეკეთებას.

    მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი, ადგილობრივებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. მისივე განმარტებით, 2017 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანასებელ პროექტთა ნუსხაში აუცილებლად შევა დიდვაკის ბინების რეაბილიტაცია.

     

    27 ივნისი 2016

    ნანახია: 2294 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი