{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სოლო კონცერტი ფოლკლორულ -ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა

     ხალხური შემოქმედების სახლის ფოლკლორულ-ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა წლის შემაჯამებელი სოლო კოცერტი გამართა. ფოლკლორული ანსამბლი ,,საუნჯე“ 14 წელია რაც არსებობს. სოლო კონცერტი ამჯერად ანსამბლის მეათე თაობამ წარმოადგინა.

    კონცერტზე 11 ქართული ხალხური სიმღერა და 14 ქორეოგრაფიული ნომერი შესრულდა. აღსანიშნავია, რომ 10 სიმღერიდან 9 სრულიად ახალი გახლდათ და ბავშვების მიერ პირველად შესრულდა. ეს სიმღერები იყო:  ,,იმერული ჭონა“, „ჩაკრულო“, „წაიყვანეს თამარ ქალი“, „დაუკარით“ , „აბაულა“, ,,დარიალი“, ,,მესხური მრავალჟამიერი“, ,,ქრისტე აღდგა“, „სისონაი დარჩიაი“ (გურული). განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა მაყურებელი ბავშვების მიერ მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებულ ,,ჩაკრულო“-ს. მიუხედავად სირთულისა  ბავშვებმა სიმღერა კარგად დაძლიეს და კოსმოსში გაშვებული სიმღერის ჰანგები  ხარაგაულის სცენაზე პირველად გააჟღერეს.

    ახალი და განსხვავებული რეპერტუარი წარუდგინა საზოგადოებას ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,საუნჯემ“ , რომელიც უკვე 6 წელია არსებობს. ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე ამჯერად ანსამბლის მეოთხე თაობასთან მუშაობს. მაყურებელთა განსაკუთრებული ოვაციები ხვდა წილად ცეკვას ,,უკრაინული“, კინტაური, ოსური, სამაია, ჯეირანი, ფარცა, მთიულური. რომან ბუაჩიძე მომავალი წლიდან მსოფლიო ხალხთა ცეკვებზე მუშაობას და ანსამბლის რეპერტუარის სხვადსხვა ეროვნული ცეკვით გამდიდრებას ფიქრობს.

    „ხალხური შემოქმედების სახლი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვები  სწორად აღიზარდონ და ნამდვილ ქართველებად ჩამოყალიბდნენ. მინდა ასეთი შრომისთვის და ღვაწლისათვის, მადლობა გადავუხადო ჩვენს ლოტბარს მაია მაღრაძეს და ქორეოგრაფს რომან ბუაჩიძეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ცეკვა და სიმღერა, რომელიც საუკუნეებია მოგვყვება  და ჩვენამდე მოვიდა,  გაგრძელდეს  და ბავშვები ნამდვილი ქართული სულიერების მატარებელ ადამაინებად აღიზარდონ. მინდა ასევე ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მშობლებს, რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდით არიან. ვფიქრობ, რომ ასეთი თანადგომით და მხარდაჭერით ხალხური შემოქმედების სახლი მომავალშიც არაერთხელ იტყვის თავის სიტყვას“- ამბობს ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი დალი მაღრაძე.

    საზოგადოებას მიესალმა ქორეოგრაფიული ანსამბლ ,,ძმების“ ხელმძღვანელი ზაზა შალამბერიძე:  ,,მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მშობელს , ბებიას და ბაბუას, მადლობა  მოსწავლე ახალგაზრდობას და მათ პედაგოგებს, რომლებმაც ამ ბავშვებში დიდი შრომა და ენერგია ჩადეს. მე სიხარულით მივდივარ ხარაგაულიდან. აქ არის თაობა , რომელიც საქართველოს ნებისმიერი ცეკვის აკადემიის კარებს ღირსეულად შეაღებს“.

     

     ხალხური შემოქმედების სახლის აღსაზრდელებს მიესალმა გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე: ,,ეს ანსამბლი ნამდვილად ამართლებს თავის სახელს. ამ ბავშვებში ნამდვილად არის დაუნჯებული ერის  სიმდიდრე, სიყვარული ქორეოგრაფიისადმი, სიმღერისადმი. მადლობა ხალხური შემოქმედების სახლს დაუღალავი შრომისათვის. ასევე ლოტბარს და ქორეოგრაფს სრულიად განსხვავებული და საინტერესო რეპერტუარისთვის.“

    ხალხური შემოქმედების სახლი უკვე წლებია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოყოფილ ფართში ატარებს მეცადინეობებს. როგორც მისი დირექტორი დალი მაღრაძე აღნიშნავს ანსამბლს რთულ მდგომარეობაში უწევს ყოფნა. ფართი გაურემონტებელია, შენობაში ჩამოდის წყალი. დალი მაღრაძე აბობს, რომ  მათ ფართი უახლოეს მომავალში საკუთრებაში გადაეცემათ და შეძლებისდაგვარად მოაწესრიგებენ და იმედს გამოთქვამს, რომ მას ადგილობრივი ხელისუფლება როგორც ყოველთვის, ახლაც დაეხმარება პრობლემების გადაწყვეტაში.

    ფინანსური პრობლემების გამო რეპეტიციების ხარაგაულში გავლას ვერ ახერხებენ ანსამბლ ,,კახორის“ წევრები, რომლებიც  კვირაში ორჯერ დედაქალქში იკრიბებიან და მეცადინეობენ. ანსამბლის წევრები  სტუდენტები არიან. ხალხური შემოქმედების სახლისგან ისინი, ხელფასის სახით თვეში 140 ლარს იღებენ, რაც როგორც დალი მაღრაძე ამბობს არასაკმარისია.

    ხალხური შემოქმედების სახლში ფუნქციონირებს ასევე ზეპირსიტყვიერების (ხელმძღვანელი თამარ ავალიშვილი), ხელნაკეთ ნივთების დამზადების (ხელმძღვანელი ინგა ლურსმანაშვილი)  წრეები.

    ხალხური შემოქმედების სახლი ახალ ნაკადს მომავალ სასწავლო წელს ელოდება.

     

    7 ივლისი 2016

    ნანახია: 1492 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი