{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროგრამა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება

    ა(ა)იპ „ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფასო გამოკვლევებს აწარმოებს. პროგრამა, სამედიცინო სერვისებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  აღნიშნულ პირთათვის ბინაზე მომსახურებით ხორციელდება.

    პროგრამის ფარგლებში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოკვლევა, შემდეგი კომპონენტების ფარგლებში მოხდება:

    სისხლის საერთო ანალიზი;

    შარდის საერთო ანალიზი;

    გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში;

    სისხლში კრიატინის განსაზღვრა;

    ელექტროკარდიოგრამის გადაღება (ეკგ).

    აღნიშნული პროგრამა, ხარაგაულში, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ –ხარაგაულის  სამედიცინო დაწესებულების მხარდაჭერით ხორციელდება და  

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებაში, კლინიკის ყველა თანამშრომელი აქტიურადაა ჩართული. 

    პროგრამაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ის შშმ პირები მონაწილეობენ, რომლებიც სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და  შპს “რეგიონული ჯანადაცვის ცენტრში“ არიან რეგისტრირებულნი.

    პროგრამა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში  ეტაპობრივად განხორციელდება.

     

    8 ივლისი 2016

    ნანახია: 451 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი