-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


აბრეშუმის ძაფის საცდელ ამოხვევას ხარაგაულში მხარის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
ხარაგაულში მეაბრეშუმეობის აღდგენისა და განვითარებისთვის საპილოტე პროექტი შეიქმნა. ,,აბრეშუმი ხარაგაულიდან“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის ინიციატორები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, გამგებლის მრჩევლები სოფლის მეურნეობის საკითხებში მურმან არჯევანიძე და გია თავზარაშვილი არიან. საპილოტე პროექტის განსახორციელებლად ხარაგაულის მკვიდრმა, აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის კათედრის პროფესორმა, თინა დალალიშვილმა, ჯგუფს აბრეშუმის ჭიის გრენი სრულიად უსასყიდლოდ გადმოსცა. მაისის თვეში ჩატარდა ექსპერიმენტი აბრეშუმის პარკის დამზადებისთვის და 22 ივნისს უკვე პარკის პირველი პარტიის მიღება დაიწყო. ამის შემდეგ სპეციალური დანადგარის მეშვეობით, რომელიც მუნიციპალიტეტს ცნობილმა ბიზნესმენებმა, ძმებმა „ასკანელებმა“ საჩუქრად გადმოსცეს აბრეშუმის ძაფის ამოხვევა მოხდა.
პროცესს, იმერეთის გუბრენატორი ბატონი გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, გამგებლის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,დიდი საქმის კეთება დაიწყო ხარაგაულში. მეაბრეშუმეობა საქართველოში უძველესიდარგი იყო და ჩვენი აბრეშუმი მსოფლიოში ყველაზე ხარისხიანი. ბოლო 30 წელია საქართველოში აბრეშუმის ძაფი არ ამოხვეულა და დღეს, მოხარული ვარ, რომ ეს ხარაგაულში ხდება პირველად. ამ მუნიციპალიტეტს მეაბრეშუმეობის დიდი ტრადიციები აქვსდა იმედია ეს ტრადიციები გაგრძელდება “-განაცხადა იმერეთის მხარის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ.
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტად მიიჩნევს მეაბრეშუმეობის აღორძინებას გოჩა ჩხაიძე და იგი მოხარულია, რომ ამ კუთხით პირველი რეალური ნაბიჯები ხარაგაულში გადაიდგა - ,,ქართული აბრეშუმი საკმაოდ ხარისხიანი იყო და ეს ტრადიცია უნდა აღდგეს. ეს იქნება პოზიტიური ნაბიჯი და მნიშვნელოვნად განავითარებს ქართულ ეკონიმიკას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის წარმატებით განხორციელება ადგილობრივების დასაქმებსაც შეუწყობს ხელს“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი მოხარულია, რომ ხარაგაულში მეაბრეშუმეობის ტრადიცია კვლავ აღსდგა და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ პროექტის განხორციელებაში წვლილი მიუძღვის.
,,ხარაგაული წარსულ წლებში მეაბრეშუმეობით გახლდათ დაკავებული. ბოლო წლებია ეს ტრადიცია მიტოვებულია და ახლა ძალზედ სასიხარულია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში მეაბრეშუმეობა აღდგება. მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა თავად ხარაგაულიდან წამოვიდა. დიდი დახმარება გაგვიწია იმერეთის გუბრენიამ და ძმებმა „ასკანელებმა“, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ვფიქრობ, ხარაგაული უახლოეს მომავალში შეძლება, მეაბრეშუმეობის კუთხით ერთ-ერთი წამყავნი მუნიციპალიტეტი იყოს”-განაცხადა მუნიციპალტეტის გამგებელმა.
21 ივლისი 2016
ნანახია: 1478 - ჯერ