{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • როგორ მოგვარდება ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებები


    ხარაგაულის მუნიციპალიტის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანიის მიერ დასაქმებული ასამდე მუშა გაიფიცა. შეგახსენებთ, რომ ჩინური კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალ სარკინიგზო მაგისტრალზე გვირაბს აშენებს. სოფელ ზვარეში დასაქმებულთა გაფიცვა მძიმე სამუშაო პირობებმა განაპირობა. როგორც გაფიცულები აღნიშნავენ, დამსაქმებლები მათ არაადამიანურ პირობებში ამუშავებენ, უსაფრთხოების ზომები არაა დაცული, პრეტენზიების შემთხვევაში კი სამსახურიდან დათხოვნით იმუქრებიან. კომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი უმიზეზოდაა გათავისუფლებული.
    გაფიცულებსა და ჩინურ კომპანიას შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩართულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება.
    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, დავით დევდარიანი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს წარმომადგენელი ლევან ჟორჟოლიანი სოფელ ზვარეში გაფიცულ ადამიანებს შეხდნენ და აგდილზე გაეცნენ ვითარებას.
    როგორც გამგებლის მოადგილემ, დავით დევდარიანმა აღნიშნა გამგეობამ კომპანიის წარმომადგენლებსა და მათ მიერ დასაქმებულ პირებს შორის მოლაპარაკება აწარმოა. „ინციდენტი აღმოფხვრილია, იქ დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კომპანიის წამომომადგენლებმა უსაფუძლოდ გაათავისუფლეს სამუშაოებს დაუბრუნდნენ. თუმცა, პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების მოწესრიგება“- ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით დევდარიანი.
    შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს წარმომადგენელი ლევან ჟორჟოლიანი: „ვესაუბრეთ გაფიცულ მუშებს, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ჩინური კომპანიის წარმომადგენლები და ერთად მოვისმინეთ დასაქმებულთა პრობლემები. ცხადია, რომ კომუნიკაციის პრობლემა აქვთ, თუმცა ვფიქრობ, ეს პრობლემა მოგვარდება და შედეგებს განვითარებული პროცესები გვიჩვენებს.“
    ზვარეში გაფიცულ მუშებს შეხვდნენ ასევე, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები და პროფკავშირების ხელმძღვანელი ვიტალი გიორგაძე, რომელიც შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს და ჩინურ კომპანიაში დაწყებული გაფიცული მუშების დასაცავად სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავს.

     

     

     

     

    10 აგვისტო 2016

    ნანახია: 1553 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი