{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მინი ფეხბურთში დღეს დაიწყო და გამარჯვებულიც დღესვე გამოვლინდა

     

     

    დღეს, 28 თებერვალს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში მინი ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა. 

    შეჯიბრში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 12 ( ბორითის, ხარაგაულის გიმნაზიის, ლეღვანის, ვარძიის, ბორის, ღორეშის, მოლითის, ზვარეს, მარელისის, კიცხის, დაბის N2 და N3) საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.

    ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის და ვარძიის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაშში ვარძიის საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. გამარჯვებული გუნდი   მინი ფეხბურთის რეგიონალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.

    შემდეგი სასკოლო სპორტული ოლიმპიიური შეჯიბრებები ხარაგაულში ფრენბურთში, კალათბურთში, სტარტებსა და სპორტულ შემეცნებით  თამაშებში გაიმართება.

    სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხარაგაულში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით იმართება. 

    28 თებერვალი 2017

    ნანახია: 1221 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი