{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ ტურში ბორის სკოლა-პანსიონის გოგონათა გუნდმა გაიმარჯვა


    დღეს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ ტურში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის სკოლა-პანსიონის გოგონათა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთში პირველი ადგილი მოიპოვა. ოლიმპიადის რეგიონული შეხვდრა ქუთაისში გაიმართა. ფინალურ შეჯიბრში ბორის სკოლა-პანსიონის გოგონათა გუნდმა ზესტაფონის გუნდი დაამარცხა.
    შეგახსენებთ, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ტური დღეს დასრულდა. ოლიმპიადაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები ღირსეულად წარსდგნენ და წარმატებით იასპარეზეს.
    კერძოდ, ბადმინტონის ტურში, ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა და ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მეორე ადგილი დაიმსახურეს. ხევის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა კი - გეზრბენში მეორე ადგილი მოიპოვა.
    გამარჯვებული სკოლის გუნდების დაჯილდოება ქუთაისში 14 მაისს გაიმართება, ამავე დღეს ვერტყვიჭალის გოგონათა გუნდი კალათბურთში მე-3 ადგილისთვის იბძოლებს.

    საჯარო სკოლების მონაწილეობას  სასკოლო სპორტულ ოლიმპიადახე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა სამსახური უწევს ორგანიზებას.

     

     

    10 მაისი 2017

    ნანახია: 747 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი