{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ინტელექტ-ჩემპიონატზე ხარაგაული მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო მაღრაძემ წარადგინა

    24 ივნისს ბათუმის საზაფხულო თეატრში 2016-2017 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი,, გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან 83 მოსწავლე იღებდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი კონკურსზე, „ხარაგაულის ეტალონმა მოსწავლემ“ ნინო მაღრაძემ წარადგინა. ნინო მაღრაძე მარელისის საჯარო სკოლის (დირექტორი ვერა ოდიკაძე) მოსწავლეა, რომელმაც მუნიციპალიტეტში გამართულ „ეტალონში,, მაქსიმალური ქულები დააგროვა და ფინალში გავიდა.
    ხარაგაულის წარმომადგენელმა ნინო მაღრაძემ ინტელექტ-ჩემპიონატში 84 ქულა დააგროვა, მაგრამ საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვა. ,,საქართველოს ეტალონი მოსწავლე' ცაგერის წარმომადგენელი ვახტანგ ჩაჩხიანი გახდა, რომელმაც 90 ქულა დააგროვა.
    დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და კონკურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა. პარლამენტარმა მონაწილეობა მიიღო, ასევე, დაჯილდოების ცერემონიალში და გამარჯვებულებს სიგელები გადასცა.
    „ეტალონის“ დასკვნით ჩემპიონატზე ბათუმში ნინო მაღრაძეს პედაგოგებთან ერთად, ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურცენტრის წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ.

     

    26 ივნისი 2017

    ნანახია: 571 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი