{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ხარაგაულში, 2017 წელს, 6 მილიონი ლარი დაიხარჯება


    გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება #1401, რომლის თანახმად ხარაგაულში 2,5 მლიონი ლარი, დამატებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დაიხარჯება.
    6 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს, თანადართული დანართების შესაბამისად, დამატებით 33 618 188 ლარი გამოუყვეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, 46 მუნიციპალიტეტს შორის ხარაგაული ერთადერთია, რომელსაც წელს, ორმილიონნახევარ ლარზე მეტი დაუმატეს.
    პირველ ეტაპზე ხარაგაულს 3,5 მილიონი ლარი 2017 წლის 24 მარტის მთავრობის განკარგულებით(#569) დაუმტკიცდა. მეორე ეტაპზე კი, 6 ივლისის მთავრობის განკარგულების თანახმად, დამატებით გამოყოფილმა თანხამ 2,5 მილიონ ლარს გადააჭარბა. ჯამში წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 6 მლიონი ლარი დაიხარჯება და ხარაგაულის 26 სოფელში 45 კმ. გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
    ნიკოლოზ თოფურიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ დამატებით დასაფინანსებელ პროექტებზე ტენდერები ეტაპობრივად გამოცხადდება და გზების მშენებლობის სამუშაოები აგვისტოში აქტიურად დაიწყება.  
    პროექტების ნაწილი იქნება გარდამავალი, დაიწყება წელს და დასრულდება მომავალ წელს.

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდიდან პირველ ეტაპზე დაფინანსებულ პროექტებზე ტენდერები უკვე დასრულებულია და სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი ეტაპის ფარგლებში, ხარაგაულში, 16 სოფლის ცენტრალურ გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი.

    გთავაზობთ რეგიონული განვითარების ფონდიდან მეორე ეტაპზე დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალს:

    1. სოფელ ფარცხნალში აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (984 მეტრი, 176 124 ლარი);
    2. დაბა ხარაგაულში ქუჩების, ჩიხების რეაბილიტაცია და არხების გაწმენდა (გარდამავალი პროექტი, სულ საპროექტო ღირებულებაა 382 508 ლარი, 2018 წელს პროექტის დასასრულებლად საჭირო იქნება 202 508 ლარი);
    3. სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (4076 მეტრი);
    4. ლეღვანი-მარელისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (4600 მეტრი, გარდამავალი პროექტი, სურული ღირებულებაა 554 306 ლარი, 2018 წელს პროექტის დასასრულებლად საჭირო იქნება 494 306 ლარი );
    5. სოფელ ჩრდილის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (2400 მეტრი, 325 083 ლარი);
    6. სოფელ კიცხის (მდინარაძეების უბანი) გზის რეაბილიტაცია (2 500 მეტრი, გარდამავალი პროექტი, სულ საპროექტო ღირებულებაა 445 000 ლარი, 2018 წელს პროექტის დასასრულებლად საჭირო იქნება 88 812 ლარი);
    7. სოფელ ღვერკში გზის რეაბილიტაცია (1400 მეტრი, 161 414 ლარი);
    8. ლაშის ა/ერთეულის სოფელ ხემაღალში გზის რეაბილიტაცია 2 100 მეტრი და ლაშეში მანჯავიძეების უბანში (ბორის მანჯავიძის სახლამდე 250 მეტრი) გზის რეაბილიტაცია (275 000 ლარი);
    9. სოფელ საქარიქედის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (2 200 მეტრი, გარდამავალი პროექტი, სურული ღირებულებაა 313 634 ლარი, 2018 წელს პროექტის დასასრულებლად საჭირო იქნება 125 400 ლარი);
    10. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახუნდარის (ქვედა ლახუნდარა, ეკლესიის უბანი) ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (2350 მ, გარდამავალი პროექტი, სურული ღირებულებაა 400 000 ლარი, 2018 წელს პროექტის დასასრულებლად საჭირო იქნება 200 000 ლარი);

     

    10 ივლისი 2017

    ნანახია: 5617 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი