{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი პროექტის - “ჩემი საქართველო აქ არის" ფარგლებში სპექტაკლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ატარებს

    9 სექტემბერს ა(ა)იპ „რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა“ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, მეუფე ისაიას მიწვევით, პროექტ - “ჩემი საქართველო აქ არის" ფარგლებში სპექტაკლი - "მოყვასისათვის შეწირულები" გამართა. სპექტაკლი დიდ ქართველებს მიხეილ თამარაშვილს, გრიგოლ ფერაძეს, ილია კარტოზიას და იოსებ ჟორდანიას ეძღვნება.
    სპექტაკლი, რომელიც მეუფის რეზიდენციაში გიმართა ეპისკოპოსი ისაია, ეპარქიის სასულიერო პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა, ასევე, ღონისძიებაზე იმყოფებოდა თეატრის გულშემატკივარი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
    სპექტაკლის შემდეგ, ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ ნაკურთხი საზოგადოება - “პიროვნების" საპატიოს სიგელით დაჯოლდოვდა იზა ვეფხვაძე საზოგადოება - "პიროვნების" საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.
    ღონისძიების დაწყებამდე, თეატრის კოლექტივმა და მაყურებელმა, სამაჩაბლოდან ლტოლვილ მოსახლეობასთან ერთად, მოინახულეს და პატივი მიაგის შინდისის გმირებს, სოფელ შინდისის მემორიალთან.
    თეატრი პროექტის - “ჩემი საქართველო აქ არის" ფარგლებში შემდეგ სპექტაკლს აფხაზეთის საზღვართან, სოფელ რუხში გამართავს, რომელიც საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას მიეძღვნება.

     

    12 სექტემბერი 2017

    ნანახია: 405 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი