-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


ხარაგაულელმა ფერმერებმა რაჭაში მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერეს
მეხუთე წელია ონის რაიონის სოფელ შარდომეთში შვეიცარიულ -
ქართული მესაქონლეობის ფერმა ფუნქციონირებს. კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო“ ჩართულია რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების პროექტში. პროექტი ითვალისწინებს შვეიცარული ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ადგილობრივ ჯიშთან შეჯვარებასა და ჩვენი რეგიონისათვის ოპტიმალური ჯიშის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას. აღსანიშნავია, რომ ფერმაში 31-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული. კომპანიას ჰყავს კონტრაქტორი ფერმერები და ჯამურად 300 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს ფლობს. ფერმაში ამ ეტაპზე 730 სული პირუტყვია.
აღნიშნულ კომპანიას, 29 სექტემბერს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებითა (უფროსი ბონდო კიკნაველიძე) და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხარაგაულელი ფერმერები და სხვა დაინტერესებული პირები ესტუმრნენ. რაჭაში ზემოაღნიშნული ვიზიტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველოს“ ექიმ-ვეტერინარის, შავლეგ ხარშილაძის ინფორმაციით, კომპანიაში ამ ეტაპზე ორი ჯიშის, შვიცებისა და სიმენტალის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ. „ძირითადად ვეწევით ხორცის წარმოებას, რომლის რეალიზაციაც მხოლოდ ჩვენს მაღაზიაში კეთდება. ხორცის დამუშავება ხდება ადგილზე კომპანიის საკუთრებაში არსებულ სასაკლაოზე. სანაშენე საქმიანობა ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით ხორციელდება რაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივ გაუმჯობესებას უწყობს ხელს.“
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, ბონდო კიკნაველიძე, ვიზიტის მთავარ მიზნად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის განვითარებას მიიჩნევს. „ფერმერებმა საკუთარი თვალით უნდა ნახონ თუ როგორ განვითარდა მეცხოველეობა სხვა რეგიონებში. ხარაგაულში ამ დარგის აღორძინების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია სათიბ-საძოვრების უქონლობა. თუმცა დაინტერესების შემთხვევაში ამის მოგვარებაც შეიძლება. კარგია თუ ფერმერები პირუტყვთა ხელოვნურ განაყოფიერებას მოახდენენ, რომლის საშუალებაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უკვე არის. ხელოვნური განაყოფიერება კი საბოლოოდ ხელს შეუწყობს პირუტყვთა ჯიშობრივ გაუმჯობესებას“- აღნიშნავს, ჩვენთან საუბარში, ბონდო კიკნაველიძე.
3 ოქტომბერი 2017
ნანახია: 941 - ჯერ