{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • გამარჯვება გუნდმა - „ლომფხვი“ მოიპოვა 

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში“ (დირექტორი მაია ბლუაშვილი) მხიარული კონკურსი გაიმართა. კონკურსის ორგანიზატორი ქეთეევან ხარაძე და დარეჯან გვაძაბია გახლდათ.
    მხიარულ კონკურსში სულ ოთხი გუნდი მონაწილეობდა: „ბრავო“ (გუნდის კაპიტანი დავით ლაცაბიძე), „შემოდგომის ფოთლები“ (კაპიტანი ბერიკა თურმანიძე), „დაგვიანებულები“ (გივი კურტანიძე) და „ლომფხვი“ (კაპიტანი მამუკა ჭიპაშვილი).

    თამაშები მხიარულად და აზარტულად მიმდინარეობდა. გუნდები ერთმანეთს სიტყვების, ფილმებისა და მელოდიების გამოცნობაში ეჯიბრებოდნენ. საბოლოო გამარჯვება გუნდმა - „ლომფხვი“ მოიპოვა. კონკურსში მონაწილე ყველა გუნდს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.

     

    13 ოქტომბერი 2017

    ნანახია: 995 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი