{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა“ ინსულტის წინააღმდეგ მიმართული კამპანია დაიწყო

    30 ოქტომბერს ინსულტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით კულტურის ცენტრის დარბაზში თემაზე „ინსულტი-თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა“ ლექცია -სემინარი გაიმართა. საინფორმაციო-საგანმანათლებლო პრეზენტაცია ხარაგაულელებისთვის ჯანდაცვის ცენტრის იმუნიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწემ ნანა ბერაძემ წარმოადგინა.
    პრეზენტატორმა ამომწურავად ისაუბრა ინსულტის გამომწვევ მიზეზებზე, მის სიმპტომბზე, დაავადების თავიდან აცილების გზებსა და პირველადი დახმარების აღმოჩენის სწორ მეთოდებზე. „ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლაა, რომელიც თავის ტვინის ქსოვილების კვდომას იწვევს. არსებობს იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი. ეს დაავადება მსოფლიოში ითვლება, როგორც სიკვდილისა და ინვალიდობის ერთ-ერთ მიზეზად“- აღნიშნა ნანა ბერაძემ.
    მისივე განმარტებით, ინსულტის პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება ჯანსაღი და დაბალანსებული კვებაა. მან ასევე ხაზგასმით ისაუბრა ინსულტის მკურნალობის შესახებ, რომელიც მოიცავს სისხლძარღვოვან თერაპიას და იმ პრეპარატების გამოყენებას, რომელებიც უზრუნველყოფენ ტვინში მეტაბოლიზური პროცესების გაუმჯობესებას, ჟანგბადის თერაპიას.
    შეხვედრის დასასრულს ნანა ბერაძემ აღნიშნა, რომ ინსულტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიზანი დაავადების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაა. რადგან ადამიანებმა მრავალი წლის მანძილზე შეინარჩუნონ ჯანმრთელი სიცოცხლის წლები და თავიდან აიცილონ ინსულტის განვითარება.
    შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერი - ინსულტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში - 2006 წლიდან აღინიშნება, რომელიც ინსულტთან ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციამ დაარსა. ხოლო მანამდე 2004 წელსჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინსულტი ეპიდემიად გამოაცხადა.

     

    31 ოქტომბერი 2017

    ნანახია: 320 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.4363
    4.1187
    4.738
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი