{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბიუროს წევრებმა საბიუჯეტო ცვლილებასა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს


    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგ გარეშესხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებასა და წლის ბოლო საბიუჯეტო ცვლილებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
    მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახაბერ გოლუბიანის ინფორმაციით, მერიაში ამჟამად 82 საშტატო ერთეულია, რომელსაც 5 შტატი დაემატება და მერიის საშტატო ნუსხა 87 ერთეული შტატით განისაზღვრება.
    მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო სამახურის ხარჯებისათვის და საკრებულოს დეპუტატათა უფლებამოსილების განხორციელებისათვის(13,4ლარი) დამატებით 99,4 ათასი ლარი ესაჭიროება, ხოლო -ა(ა)იპ-ებს დეკემბრის სახელფასო და სხვა გადაუდებელი ხარჯების დასაფარად- 125,8 ათასი ლარი.
    ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავებას“ -50,0 ათასი ლარი
    ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობას“-2,5 ათასი ლარი
    ა(ა)იპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას-44,2 ათასი ლარი
    ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრს-2,0 ათასი ლარი
    ა(ა)იპ შიგა ტურიზმის ცენტრს -2,5 ათასი ლარი
    ა(ა)იპ ხალხური შემოქმედების სახლი-1,0 ათასი ლარი
    ა(ა)იპ კულტურის ცენტრს-7,6 ათასი ლარი
    ა(ა)იპ ცენტრალურ ბიბლიოთეკას-9,0 ათასი ლარი
    ა(ა)იპ ისტორიულ მუზეუმს -4,0 ათასი ლარი
    ა(ა)იპ სათნოების სახლს-3,0 ათასი ლარი
    საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით გარე განათების სამსახურისათვის სპეციალური ტექნიკა-მანქანა კალათის შესაძენად 34,0 ათასი ლარია საჭირო, სოციალური პროგრამებისთვის 7,2 ათასი ლარი, ხოლო დეკემბრის თვეში საახლწლო ღონისძიებების ჩასატარებლად 3, 0 ათასი ლარი. როგორც ვლადიმერ გელაშვილი განმარტავს საახალწლო ღონისძიებებისათვის საჭირო თანახა გადმოტანილი იქნება სპორტული ღონისძიებების ეკონომიის ხარჯებიდან.
    ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯების შესავსებად თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან, წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულების დასაფარი ფონდიდან, ხოლო ძირითადი ნაწილი 200 ათასი ლარი მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით დაფინანსდება. დეკემბერში დამატებით სულ საჭიროა 266,4 ლარი.
    სარეზერვო ფონდიდან 25,2 ათასი ლარი სკოლამდელ დაწესებულებების სუბსიდირებისათვის გამოიყოფა, ხოლო 7,2 ლარი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების ხარჯებისთვის. -წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დასაფარი ფონდიდან 34 ათასი ლარი მთლიანად მოხმარდება კეთილმოწყობის სამსახურისთვის სპეცმანქანის შეძენას.
    აღნიშნულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები ხვალ 19 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღებენ.

     

    18 დეკემბერი 2017

    ნანახია: 332 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი