{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საახალწლო განწყობა საბავშვო ღონისძიებებით დაიწყო

    საახალწლო ღონისძიებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 19 დეკემბრიდან დაიწყო. 

    ახალი წლის მოახლოება ხარაგაულის #1 საბავშო ბაღის აღსაზრდელებმა იზეიმეს. საახალწლო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ სკოლამდელ დაწესებულებებშიც ტარდება.
    ბავშვების მხიარულ წინასაახალწლო განწყობაზე იზრუნეს ფიფქიებმა, ჯამბაზებმა და თოვლის პაპამ.
    საბავშო ბაღებში გამართულ ზეიმებს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად ესწრება.


    საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, საბავშვო ბაღებში, ასევე, ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი(რეჟისორი ირინე ჩხეიძე) გასვლით სპექტაკლებს ატარებს.
    საზეიმო ღონისძიებები ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდება.
    სკოლამდელ დაწესებულებებში საახალწლო არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება.

     

     

     

     

     

    20 დეკემბერი 2017

    ნანახია: 832 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი