{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ა(ა)იპ ხალხური შემოქმედების სახლის კონცერტს თვითმმართველობის წარმომადგენლები და მშობლები დაესწრნენ

    დღეს ხარაგაულის ა(ა)იპ ხალხური შემოქმედების სახლის(დირექტორი დალი მაღრაძე) კონცერტი გაიმართა. კონცერტს ესწრებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე და მოსწავლეთა მშობლები.
    კონცერტში მონაწილეობდნენ ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „საუნჯე“(ლოტბარი მაია მაღრაძე და ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე)რომლებმაც ხალხური სიმღერები და ქართული ცეკვები შეასრულეს.
    სცენაზე შემოქმედების სახლის ზეპირსიტყვიერების (ხელმძღვანელი თამარ ლურსმანაშვილი) წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპოზიცია თუ როგორ ხვდებოდნენ შობა-ახალ წელს საქართველოს სხვადსხვა კუთხეებში.
    კონცერტის დასასრულს შემოქმედების სახლის დირექტორმა დალი მაღრაძემ აღნიშნა, რომ ხალხური შემოქმედების სახლი უახლოეს მომავალში გეგმავს საიუბილეო ღონისძიების ჩატარებას, სადაც მათი მოღვაწეობა უფრო ვრცლად იქნება წარმოდგენილი.

     

    18 იანვარი 2018

    ნანახია: 357 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი