{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „ბეჭდაუდებელი ფალავნის ჭიდილი დროსთან"

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის, რომან რურუასადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
    ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) სპექტაკლი, „ბეჭდაუდებელი ფალავნის ჭიდილი დროსთან“, რომან რურუას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიდგა.
    ღონისძიებას მსოფლიოს სპორტის ისტორიაში „ჭიდაობის მოცარტად“ აღიარებული რომან რურუა დაესწრო. ლიტერატურულ სპექტაკლში მოთხრობილი ამ ბუმბერაზი კაცის ისტორია დიდი ინტერესით მოისმინა ხარაგაულელმა მაყურებელმა, რომელთაც სპექტაკლის დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილი II -ის ლოცვა-კურთხევით გამოცემული, ჩემპიონის მოღვაწეობის ამსახველი საინფორმაციო კალენდრები საჩუქრად გადაეცათ.

    6 თებერვალი 2018

    ნანახია: 252 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი