{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსი ორ მოქალაქეს მიენიჭა

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა.

    საბჭომ განიხილა ორი მოქალაქის იზოლდა ქურციკიძისა და ჟუჟუნა გუდაძის ინდივიდუალური განაცხადი – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულგანცახდებებსსაბჭოსგადაწყვეტილებითდადებითირეკომენდაციაგაეწიათ.

    მაღალმთაინ დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო გახლავთ სათათბირო ორგანო, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის მიერაა შექმნილი.

    აღნიშნული საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.

    საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ინგა ლურსამანაშვილი-იურდიული განყოფილების, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი (სხდომის თავმჯდომარე)

    თამარ სულაქველიძე - იურდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის თავმჯდომარის მოადგილე)

    ნინო ფერაძე - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის მდივანი)

    თამთა მეტრეველი - იურდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საბჭოს წევრი)

    ალექსანდრე ტაბატაძე  - სოციალური დაცვის განყოფილების მეორადის ტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი (საბჭოს წევრი)

     

    25 აპრილი 2018

    ნანახია: 154 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი