{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში სპექტაკლის პრემიერა შედგა

    თანამედროვე დრამატურგის მაკა კუკულავას ფსიქოლოგიური დრამა „ორნი“ - ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობებმა ითამაშეს.
    პიესა, რომელიც ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე მოგვითხრობს ირინე ჩხეიძის რეჟისორობითა და სცენოგრაფიით ერთ მოქმედებად დაიდგა.
    "ორნი"-ს ცხოვრებამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ხარაგაულელ მაყურებელზე და სპექტაკლმა მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა.
    ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის პრემიერას ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
    აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სპექტაკლით, ხარაგაულის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე, 2 ივნისს, ქ. ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, 18:30 წთ-ზე წარსდგება.

     

    8 ივნისი 2018

    ნანახია: 293 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი