{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • იმერეთის თეატრალური ფესტივალი - 2018

    ქ. ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, იმერეთის თეატრალური ფესტივალი მიმდინარეობს.
    ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ფესტივალზე, ჟიურისა და მაყურებლის წინაშე, 2 ივნისს, სპექტაკლით - „ორნი“ წარსდგა.
    თანამედროვე დრამატურგის მაკა კუკულავას პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი ირინე ჩხეიძის რეჟისორობით დაიდგა.
    სახალხო თეატრის სპექტაკლის ჩვენებას მესხიშვილის თეატრში ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ხარაგაულელ გულშემატკივრთან ერთად ესწრებოდა.
    წარმოდგენამ მაყურებლისა და კომპეტენტური ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე, ანშლაგით ჩაიარა.
    „იმერეთის თეატრალური ფესტივალი-2018“-ის დახურვის ცერემონიალი, 8 ივნისს, მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება.

    8 ივნისი 2018

    ნანახია: 340 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი