{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სპექტაკლის პრემიერა - „ილო პატაშურის ფუნჯი“

    12 ივნისს, თბილისის მოსწავლე_ახალგაზრდობის სასახლეში, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) სპექტაკლის „ილო პატაშურის ფუნჯი“, პრემიერა გამართა. სპექტაკლი სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, შესანიშნავ ფერმწერს, პროფესორ ილო პატაშურს მიეძღვნა.
    ლიტერატურულ წარმოდგენას თბილისში მოღვაწე ხარაგაულელი მაყურებელი, ასევე, ქართული კულტურის, ხელოვნების, მწერლობისა და მეცნიერების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლიტერატურული წარმოდგენა „ილო პატაშურის ფუნჯი“ ივლისში ხარაგაულში, ხოლო აგვისტოს თვეში მთიულეთში, ილო პატაშურის მშობლიურ კუთხეში გაიმართება.

     

     

    13 ივნისი 2018

    ნანახია: 329 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი