{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • თამარ ტაბატაძის ინიციატივა სოფლის განვითარებისათვის

    ნადაბურელი თამარ ტაბატაძე 19 წლისაა. თამარს ძალიან უყვარს სოფელი, სადაც დაიბადა და გაიზარდა. იდეა, რომლის განხორციელებასაც თამარი სოფელში გეგმავს, ახალგაზრდებთან ერთად შეიმუშავა და ხარაგაულის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს წარუდგინა.
    „კინოჩვენებები გვინდა მოვაწყოთ, ყოფილი კლუბის შენობაში. ზაფხულობით ივსება სოფელი, ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან ნადაბურში, სპექტაკლებს დავდგამთ, ლიტერატურულ საღამოებს გავმართავთ, იდეის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გავაცოცხლოთ შენობა, რომელიც ნადაბურლებისთვის წლების წინ ყველაზე მხიარული ადგილი იყო“ - ამბობს თამარ ტაბატაძე.
    იდეის ახალგაზრდა ავტორმა მერისგან მაქსიმალური მხარდაჭერის პირობა მიიღო და კიდევ უფრო მოტივირებული დაბრუნდა სოფელში.
    ნადაბურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას თამარი აქტიურად შეუდგება.

     

     

    18 ივნისი 2018

    ნანახია: 264 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი