{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • უხვმა ნალექმა ლეღვანში მოსახლეობა დააზარალა

    გუშინ საღამოს მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელ ლეღვანის მოსახლეობა დააზარალა. ადიდებულმა ღელემ ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი გამოიტანა და ნათესები დატბორა. დაიტბორა, ასევე, რამდენიმე მოსახლის საცხოვრებელი სახლი და ეზო. დააზიანა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და მილები.
    სოფელში არსებული მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, თემური თაბუკაშვილმა, ლეღვანის ადმინისტრაციულ ერთეულის დეპუტატმა, ნიკოლოზ მაღრაძემ და მერის წარმომადგენელმა გელა მაღრაძემ.
    მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის განცხადებით, - „სოფელში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ტექნიკა შესულია და უკვე დაწყებულია მუშაობა, გაიწმინდება ღელის კალაპოტი, ცენტრალური გზა და მოწესრიგდება სასმელი წყლის სათავე-ნაგებობაც. შევეცდებით დროულად აღდგეს ცენტრალურ გზაზე მოძრაობა და რაც შეგვეძლება მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას.“

    20 ივნისი 2018

    ნანახია: 977 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი