{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გეოლოგიური კვლევა ჩაუტარდება

    ხარაგაულში გეოლოგიული კვლევა ჩატარდება. ამის შესახებ ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ წარმომადგენლებთან თათბირის დროს განაცხადა.
    მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში არის ადგილები, სადაც მცოცავი მიწებია და მათზე ბეტონის დაგება მომავალში პრობლემებს შექმნის, ასევე, არაერთი განცხადებაა შემოსული, რომ სახლები დამეწყრილია, რაც გეოლოგიური კვლევების აუცილებლობაზე მიუთითებს. ნიკოლოზ თოფურიძე თვლის, რომ მიწის გრუნტის შესწავლა და გეოლოგიური დასკვნის დადება, კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ხარაგაულს ინფრასტრუქტურის განვითარებაში და პროექტების მშენებლობის ტემპის დაჩქარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
    მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, თემური თაბუკაშვილმა წარმომადგენლებს, ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სოფლებში არსებული ვითარების შესწავლა დაავალა, რომელიც ერთი კვირის ვადაში უნდა წარმოადგინონ.
    ხარაგაულის მერმა, დღესვე, წარმომადგენლებისგან სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

     

     

    28 ივნისი 2018

    ნანახია: 441 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი