{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • იმერეთის გუბერნატორმა ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა

    იმერეთის მხარის რწმუნებულმა-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში გზის დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
    მაღალთიან სოფელ წიფაში გზა 2 500 მეტრზე მობეტონდა, ხოლო სოფელ გოლათუბანში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის ცენტრალური გზის 2 000 მეტრიან მონაკვეთს. პროექტები მთის განვითარების ფონდიდან ნახევარ მილიონამდე ლარით დაფინანსდა. დღესვე, მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ ნებოძირში მისასვლელი ცენტრალური გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერეს. მობეტონდა გზის 1 000 მეტრიანი მონაკვეთი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 159 335 ლარით დაფინანსდა.
    სტუმრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები, შეხვდნენ მოსახლეობას და მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50კმ. გზის მშენებლობას გულისხმობ. გაესაუბრნენ ასევე, სოფელ წიფაში მცხოვრებ დემური ქურდაძეს, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მცირე ბიზნესი დაიწყო და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს. ქურდაძეების ოჯახი საცხოვრებლად თბილისიდან აღნიშნულ სოფელში ერთი წლის წინ დაბრუნდა.

    3 ივლისი 2018

    ნანახია: 613 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი