{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში მამუკა ჭიპაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მამუკა ჭიპაშვილის წიგნის - „ყავაზე მისაყოლებელი ამბები“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულიდან მათთვის სასურველი ჩანახატები და ლექსები წაიკითხეს ავტორის მეგობრებმა ირინე ჩხეიძემ, ბათუ და ვასილ კიკნაძეებმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა, ვალერი გოგნაძემ, დავით ჩადუნელმა და სხვებმა.

    შეხვედრაზე შესრულდა, ასევე, ხარაგაულელი ვეფხვია ღონღაძის დღემდე უცნობ ლექსზე შექმნილი ახალი სიმღერა. სიმღერის პრემიერა ირინე ჩხეიძემ, დავით კვირიკაშვილმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა და ვასილ კინაძემ შეასრულეს. მუსიკის ავტორი თამარ ავალიშვილი.

    პრეზენტაციაზე ასევე, მოეწყო მამუკა ჭიპაშვილის მიერ შესრულებული კარიკატურების გამოფენა. ავტორმა საკუთარ თავში მწერლობისა და მხატვრობის ნიჭის აღმოჩენის კონკრეტული ფაქტები გაიხსენა და დამსწრე საზოგადოებას სახალისო ისტორიები მოუყვა.

    ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ხარაგაულის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ..

    პრეზენტაციის დასასრულს მამუკა ჭიპაშვილმა საკუთარი ლექსები წაიკითხა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის  მადლობა გადაუხადა.

     

     

     

     

     

    10 ივლისი 2018

    ნანახია: 1004 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი