{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ტურნირის მხარდამჭერია ხარაგაულის მერია

    დევების ბაშოს ორგანიზატორები ხარაგაულის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს შეხვდნენ და სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატის ჩასატარებლად კონკრეტულ დეტალებზე იმსჯელეს.
    ტურნირის მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია.
    საქართველოში პირველად, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ხარაგაულში ე.წ. დევების მიმდებარე ტერიტორიაზე, 14 ივლისს, ჩატარდება.
    ნიკოლოზ თოფურიძემ ახალგაზრდებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და დოჰიოს მოსაწყობად კონკრეტული დეტალები შესაბამის სამსახურებთან ერთად განიხილა.
    დევების ბაშო ტოჩინოშინისა და გაგამარუს მხარდასაჭერად, სუმოს პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის ტარდება.
    სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატის მხარდასაჭერად თითქმის მსოფლიო გაერთიანდა და დევების ბაშოს მხარდამჭერი ვიდეოები ათეულობით ქვეყნიდან გავრცელდა. სუმოს ჩემპიონატს მხარს უჭერენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონი და გამარჯვებული სპორტსმენები.
    დევების ბაშოს ტურნირს უკვე ჰყავს ათეულობით სპონსორი და მხარდამჭერი.

     

     

    13 ივლისი 2018

    ნანახია: 680 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი