ვაშლევში ბეტონის საფარი 1 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ პირველ მოადგილესთან, არჩილ მაღრაძესთან და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების უფროსებთან ერთად სოფელ ვაშლევში (გაღმა ვაშლევი) გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. ვაშლევში ბეტონის საფარი 1 000 მ-მდე მონაკვეთზე მოეწყობა.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 131 450 ლარით დაფინანსდა.
ვაშლევში პირველ ეტაპზე, სოფლის დედათა მონასტერთან 600 მეტრიანი მონაკვეთი გასულ წელს მობეტონდა.
13 ივლისი 2018
ნანახია: 690 - ჯერ

