{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრა გამართა

     

    არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
    შეხვედრაზე ნინო ჩხობაძემ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა. მან ასევე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს გააცნო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოები ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე (2014-2020 წლების თემატური პროგრამა „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები).“

    მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარემ ყურადღება გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „როდესაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა დანიშნულების საწარმო-ნაგებობების მშენებლობა და ხდება გარემოზე ზემოქმედება, აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება და მათი ინტერესების გათვალისწინება. დარწმუნებული ვარ წლების წინ მოსახლეობის ინფორმირება, რომ მომხდარიყო, სარკინიგზო ხაზი ზვარეში არ გავიდოდა და ზიანი არ მიადგებოდა ამ ხეობაში არსებულ უნიკალურ მინერალურ წყლებს. საჭიროა საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია რა არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა და რატომ უნდა იყოს პროცედურა ისეთი, როგორც ევროპულ დირექტივაშია და რასაც ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს საქართველოს“ -აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
    „სამომავლოდაც გაგრძელდება მსგავში სამუშაო შეხვედრები, რათა გარემოზე ზემოქმედების სფეროში ქვეყნისათვის აუცილებელი რეგულირების დამკვიდრება ვუზრუნველყოთ, ამ პროექტის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში ვითანამშრომლებ თქვენთან“- განაცხადა ნინო ჩხობაძემ
    შეხვედრის დასასრულს მერის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე სოფლებში ყველაზე მწვავედ ხე-ტყის მოპოვების საკითხი დგას, რაზეც მკაცრი რეგულაციებია დაწესებული და მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება.
    ნინო ჩხობაძის ინფორმაციით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შემდეგ შეხვედრაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს მოიწვევს და მათთან ერთად განიხილავს ხარაგაულის მოსახლეობისათვის პრობლემურ საკითხს.
    „მწვანეთა მოძრაობა“ პროექტს ოთხ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში ახორციელებს, რომლის მიზანი მოსახლეობის გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება გახლავთ.

     

    23 ივლისი 2018

    ნანახია: 753 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი