{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის მოსახლეობა დაბაში ალტერნატიული გზის გაკეთებას ითხოვს

    საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაბა ხარაგაულში ჩუმათელეთი-მოლითი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის პროექტის განსახილველად მოსახლეობას შეხვდნენ. საჯარო განხილვას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
    შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს, როგორც საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადეს, პროექტის ფარგლებში, მოხდება გზის 50 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება, ხიდების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, გზის სადრენაჟე მილების-ნაგებობების მშენებლობა, ასევე, საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების დამცავი ზღუდარების მონტაჟი.
    ხარაგაულის მოსახლეობა საავტომობილო გზის მშენებლობას მხარს უჭერს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა დაბა ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე მის გავლას აპროტესტებს. ადგილობრივების აზრით, დაბაში არსებული ვიწრო ქუჩების, ცენტრალურ გზაზე ორი საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღისა და მოძველებული შენობების ფონზე, დაბის ტერიტორიაზე ავტომობილების ინტენსიური მოძრაობა დიდ პრობლემას შექმნის.

    როგორც დაბაში მცხოვრები ბესო დავაძე განმარტავს, ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოიმატებს ავტომობილების ნაკადი, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ არსებულ შენობ-ნაგებობებს და დაბის მოსახლეობას.
    საკრებულოს დეპუტატის, თემურ ფცქიალაძის განცხადებით, დაბაში გზის სივიწროვის გამო ავტომობილების გადაადგილება სახიფათო იქნება, რაც საავარიო სიტუაციებს შექმნის. მან საავტომობილო გზის პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით დააყენა საკითხი.
    საკრებულოს ფრაქცია „ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პაატა გოგოლაძემ ყურადღება ალტერნატიული გზის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ამ პროექტის განხორციელება საფუძველს დაუდებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორის გამოცოცხლებას, მცირე ბიზნესისა და ტურიზმის განვითარებას. ამავე დროს, დაბის ცენტრალურ ქუჩაზე საავტომობილო გზის გაყვანა შეიძლება მართლაც იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომ ტრანზიტული მანქანებისთვის ცენტრალური ქუჩის ნაცვლად სხვა ალტერნატიული გზა უნდა გამოიძებნოს.“
    შეხვედრის დასასრულს, საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გზის ალტერნატიული ვარიანტი - „ინეზარდას წყაროდან“ რკინიგზის სადგურისა და ხანდების მიმართულებით დაათვალიერეს.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამშენებლო სამსახურის უფროსის მოადგილის, ნოდარ აღნიაშვილის განცხადებით, დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად მოსახლეობის წინადადებებს და მოთხოვნებს განიხილავენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

    ძირულა-ხარაგაული-მოლითის საავტომობილო გზის მშენებლობა აგვისტოს ბოლოდან დაიწყება და დაახლოებით 3 წელი გაგრძელდება.

    26 ივლისი 2018

    ნანახია: 1851 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი