-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


სამთავრობო ინიციატივა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ახალი პროექტი „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა“ დაიწყო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს ახალ სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომელიც მიმართულია წარმოების შემდგომი განვითარებისა და წახალისებისაკენ. პროექტის ფარგლებში 20 აპრილს, ქალაქ ზესტაფონში, რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია და რეგიონებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ . შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძე და სხვა დაინტერესებული პირები.
აღნიშნული პროგრამის მიზანია, საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოს შექმნის, არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საშუალებით.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე, ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით, მიმართავს კომერციულ ბანკს, რომელიც პროგრამით და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით ამტკიცებს კრედიტს. თუ ბენეფიციარი ინდუსტრიული საწარმოს პროექტს წარმოადგენს, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: დაფინანსებული სესხით აუცილებლად უნდა შეიქმნას მხოლოდ ახალი საწარმო, ხოლო სოფლის მეურნეობის მიმართულებისას, ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს ემატება სანიტარული და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა.
პროგრამის ფარგლებში დაწყებულია პროექტის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი საქმის წამოწყებაში. შეხვედრა გაიმართა მოკლე პრეზენტაციისა და კითხვა – პასუხის ფორმატით, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო უშუალოდ პროგრამის ინიციატორებისა და განმახორციელებლებისგან მიეღო ამომწურავი ინფორმაცია და ჩართულიყვნენ ახალ სამთავრობო ინიციატივაში.მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 15 მარტიდან დაიწყო და განცხადებების მიღება 18 მაისამდეა შესაძლებელი.
აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა აღნიშნა: ,,სამთავრობო ინიციატივა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ახალი პროექტი „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა“ დაიწყო, რომლის მთავარი მიზანი რეგიონებში, მიკრომეწარმეობის და ბიზნესის გააქტიურებაა. მეწარმეებს ორი მიმართულებით ვეხმარებით: პირველი უნარების გაუმჯობესებასა და გაღრმავებაში, რაც შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს მოამზადოს გამართული ბიზნეს პროექტი. რათა მოხდეს მისი განვითარება და გაფართოება. მეორე გამარჯვებული ბიზნეს პროექტის ავტორები, მიიღებენ სახელმწიფოსგან თანამონაწილეობრივ თანხას, გრანტს არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ერთ მეწარმე სუბიექტზე; თუ მოხდება ორი მეწარმის გაერთიანება, შესაბამისად ეს იქნება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო სამი მეწარმის შემთხვევაში არაუმეტეს 15 000 ლარი. მნიშვნელოვანია, რომ თანხასთან ერთად მეწარმე იღებს განათლებას და უნარების გაუმჯობესებას, რაც ერთ–ერთი მთავარი საწინდარია, რომ იყოს უფრო მეტი სიცოცხლის უნარიანი და უფრო მეტი ჯანსაღი ახალი პროექტი, რომელიც რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში განვითარდება.“
21 აპრილი 2015
ნანახია: 832 - ჯერ