-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


ახალი ამბულატორია დაბა ხარაგაულში
დღეს ხარაგაულის ახლადაშენებული ემერჯენს ამბულატორია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან და იმერეთის მხარის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად ოფიციალურად გახსნა.
გახსნის ცერემონიალს ასევე ესწრებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ემერჯენს ამბულატორიის საერთო ფართობი 435 კვადრატული მეტრია და ის როგორც მცირე საოპერაციოს, ასევე - რამდენიმე ადგილიან პალატას მოიცავს. პროექტის ჯამური ღირებულება 548 045 ლარია.
ახალი სამედიცინო პუნქტის გახსნის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ემერჯენს ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილობრივებმა პრემიერს ამბულატორიის გახსნისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ დღემდე პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება ურთულეს პირობებში უწევდათ. უახლოეს მომავალში, ამბულატორიის გვერდით ორსართულიანი, 15-საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნება. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინა. მოსახლეობას ძირითადად წყალმომარაგების და უმუშევრობის პრობლემა აწუხებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა განმარტა, რომ ხარაგაული წლის ბოლომდე 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: ,,ხარაგაულში ახალი ამბულატარიის გახსნა მნიშვნელოვანია, ამ პრობლემის მოგვარება ჩვენი ვალდებულებაა, თუმცა შესაძლებელი იყო ამ საკითხის უფრო ადრე გადაჭრაც. გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი მოწოდებულია, რომ დაეხმაროს თავის რაიონს, რაც ვფიქრობ ყველაზე მთავარია. ერთ დღეში ვერ მოხერხდება ყველა პრობლემის მოგვარება, თუმცა ეტაპობრივად შესაძლებელია მათი აღმოფხვრა. რაც მთავარია, თანმიმდევრობით მივდივართ და გეგმაზომიერ ნაბიჯებს ვდგავთ“. პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამბულატორიის ექიმები კვალიფიციური მომსახურებას გაუწევენ მოსახლეობას.
ნუგზარ ბოლქვაძე (რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი): ხარაგაულში მიმდინარეობდა ორ ეტაპიანი მშენებლობა. პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა -გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორიის მშენებლობა- აღჭურვა, რომელიც ჯანადაცვის სამინისტროს მიერ იქნა განხორციელებული. ამბულატორია რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრს გადმოგვეცა მართვაში. აქ შეიძლება ყველა სერვისის მიღება, როგორც გეგმიური ისე ამბულატორიული.
დავით სერგეენკო( ჯანდაცვის მინისტრი ): ხარაგაულში შემდეგ ეტაპზე უფრო მძლავრი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა - სტაციონარის მოწყობა იგეგმება. აქამდე სამედიცინო მომსახურებისათვის მოსახლეობა ზესტაფონში ან სხვა მუნიციპალიტეტში დადიოდა, საბედნიეროდ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მოიხსნება.
კობა ლურსმანაშვილი(ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი) : მოხარული ვარ, რომ დღეიდან ხარაგაულის მოსახლეობა შეძლებს ყველა სახის ამბულატორიული მომსახურება ახალ დაწესებულებაში მიიღოს. ეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის შედეგია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარა. განსაკუთრებით ბატონ დავით სერგეენკოს.
ამბულატორიის მოწყობაში მუნიციპალიტეტმა თავისი წვლილი შეიტანა- ჩვენი დაფინანსებით მოხდა გარე პერიმეტრის მოწესრიგება და შიგა კომუნიკაციების მოწყობა. სამომავლოდ როცა სტაციონარის მშენებლობა დაიწყება, მუნიციპალიტეტი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ვუზრუნველყოფთ. ასევე ვიზრუნებთ მოვაგვაროთ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემაც, რათა ყველა ხარაგაულელისთვის ხელმისაწვდომი იყოს საავადმყოფომდე მოსვლა.
ამბულატორიას ჰყავს 42 თანამშრომელი, მათ დაემატა რეგისტრატორები და ექთნები. ამჯერად მედპერსონალი გადის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს.
25 აპრილი 2015
ნანახია: 852 - ჯერ