-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია წლების მანძილზე პრობლემების წინაშე დგას
27 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში გიმნაზიის ახლადდანიშნულ დირექტორს, დეკანოზ მამა იოსებს (გაჩავა) და სკოლის პედკოლექტივს შეხვდნენ.
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია წლების მანძილზე პრობლემების წინაშე დგას. სკოლაში მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, შენობას თავიდან ბოლომდე ესაჭიროება რემონტი, მოძველებულია ინვენტარი. განსაკუთრებით ყურადსაღებია პედაგოგების ანაზღაურების საკითხიც. შეხვედრაზე სკოლაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა 30 ათასი ლარი, რომელიც გიმნაზიის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას მოხმარდება. ,, ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ასევე მუნიციპალიტეტსა და გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც მოგვცემს საშაულებას უფრო ეფექტურად მოვაგვაროთ პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს სკოლა-გიმნაზია დგას. დღემდე კანონი არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით რაიმე აქტივობები განხორციელებულიყო“ - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძემ განმარტა: „წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლაა ხარაგაულში. დღეს სირცხვილიც კია, რომ გიმნაზიას ასეთი შენობა აქვს , ხოლო აქ დასაქმებულ ადამიანებს- მწირი ხელფასი. როდესაც გიმნაზიის დირექტორმა თხოვნით მომმართა, მე გავაგზავნე ოფიციალური წერილი განათლების სამინისტროში, სადაც დეტალურად აღვწერე სკოლასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ კანონში პირდაპირ წერია ერთ მოსწავლეზე, კერძო სკოლას ეძლევა 300 ლარიანი ვაუჩერი. ამიტომ თუ კანონში ცვლილება არ შევიდა სამინისტრო უძულურია გაატაროს დამატებითი ღონისძიებები. თუმცა აქვე გეტყვით, რომ განათლების სამინისტრო მუშაობს, რომ ინიცირება შეიტანოს კანონში, რათა ვაუჩერით გათვალისწინებული თანხის მომატება მოხდეს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხელფასების ზრდას“.
გიმნაზის დირექტორმა დეკანოზმა იოსებ გაჩავამ აღნიშნა, რომ მაქსიმალურად შეეცდება, რომ პედაგოგებს სათანადო ანაზღაურება ჰქონდეს. „მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უცხოელებთან, პირველადი გასაუბრების ფონზე, ისინი თანახმანი არიან ჩამოვიდნენ და ადგილზე გაეცნონ პრობლემებს, შემოვიდნენ არასამთავრობოების ხაზით, შეიმუშაონ გეგმები, მათ შორის ხელფასების მომატების საკითხზეც. ვგეგმავთ ერთობლივად განვახორციელოთ პროექტები, ჩვენი პედაგოგების ჩართულობით მოვიგოთ გრანტები, ვიქონიოთ მომავლის იმედი და სკოლის პირობები დამერწმუნეთ სულ მალე სასიკეთოდ შეიცვლება“.
შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პედაგოგებს ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „სახელმწიფო პროგრამებით, ადგილობრივი ფინანსებით და რეგიონალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხარაგაულში ნამდვილად შეინიშნება მნიშვნელოვანი ძვრები. სულ ახლახანს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის პროექტის ფარგლებში ახალი ემერჯენს ამბულატორია გაიხსნა, რომელიც ვფიქრობ, მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია. გახსნაზე ჩამობრძანებულმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხარაგაულს სამომავლო გეგმების მოგვარებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა და ერთხელ კიდევ აღნიშნა, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი რეგიონში ერთ-ერთი წარმატებულია. ვფიქრობ, პრემიერის კეთილგანწყობა არაერთი პროგრამის და პროექტების ჯეროვანი განხორციელებით დავიმსახურეთ.
28 აპრილი 2015
ნანახია: 1420 - ჯერ