{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე"  გაიმართება

    30 აპრილს, 16:00 სთ-ზე, ხარაგაულის ღია ესტრადაზე კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" გაიმართება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში კონცერტს ანსამბლი გორდელა გამართავს.
    კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2006 წელს "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა" და "აკაკი რამიშვილის ფონდის – ტრადიცია და ინოვაცია"-ს მიერ დაარსდა. ფესტივალი ყოველწლიურად იწყება თბილისში, აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში და გრძელდება ამაღლების დღესასწაულამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
    ფესტივალის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტრადიციული და კლასიკური ხელოვნებით, უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა შემოქმედების პოპულარიზაცია სამშობლოში და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელი შემსრულებლების შემოქმედების წარმოჩენა საქართველოში.
    წელს საფესტივალო საღამოებს ჩოხატაური(გურია), ბაღდათი(იმერეთი) , ხარაგაული(იმერეთი) და ბათუმი (აჭარა) უმასპინძლებს.

     

     

     

    29 აპრილი 2015

    ნანახია: 518 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი