{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სპექტაკლი ,,მოყვასისათვის შეწირულები“ მიხეილ თამარაშვილის მშობლიურ კუთხეში

    1 მაისს ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა  მორიგი სპექტაკლი ,,მოყვასისათვის შეწირულები" წარადგინა. სპექტაკლი მიხეილ თამარაშვილს, გრიგოლ ფერაძეს, მამა ილია კარტოზიას და იოსებ ჟორდანიას მიეძღვნა. სპექტაკლს ესწრებოდა მეუფე თეოდორე, ეპარქიის სასულიერო პირები, თამარაშვილის შთამომავლები , ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ახალციხის მერი გია კოპაძე და არაჩვეულებრივი მაყურებელი.

    ,, ეს განსაკუთრებული დღე გახლდათ, რადგან  მესხეთი, ახალციხე  მიხეილ თამარაშვილის მშობლიური კუთხე გახლავთ. იყო უთვალავი ცრემლი, ემოცია, განცდა, სიხარული, ღელვა. ეს იყო დაუვიწყარი დღე. ახალციხის უნივერსიტეტის მიწვევით სპექტაკლს კვლავ გავმართავთ ახალციხეში“ - აღნიშნავს ლიტერატურული თეატრის დირექტორი იზა ვეფხვაძე.

    სპექტაკლი ,,მოყვასისათვის შეწირულები“ 22 მაისს ნაჩვენები იქნება ხორნაბუჯის ეპარქიაში.

     

      

      

     

     

    4 მაისი 2015

    ნანახია: 1027 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი