-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


კობა ლურსმანაშვილი საქარიქედისა და იგორეთის წყალმომარაგების საკითხს და სოფლის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს პირადად გაეცნო
„სოფელ საქარიქედის მოსახლეობას წყლის პრობლემა წლებია გვაწუხებს. გასულ წელს, წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ამჟამად წყალი სოფელს უწყვეტ რეჟიმში მოგვეწოდება, თუმცა ვფიქრობთ, რომ ზაფხულში ეს პრობლემა ისევ იჩენს თავს “- განაცხადა სოფელ საქარიქედის მაცხოვრებელმა მათიკო ბოგვერაძემ სოფლის კრებაზე.
7 მაისს, მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან ინგა მაღრაძესთან და მუნიციპალიტეტის სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად სოფელ საქარიქედის მოსახლეობას შეხვდა. გამგებელი სოფლის მაცხოვრებლებთან ერთად, საქარიქედისა და იგორეთის წყალმომარაგების საკითხს და სოფლის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს პირადად გაეცნო.
როგორც, გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, ზაფხულში წყლის პრობლემა დებეტის სიმცირითაა გამოწვეული და აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. „ გასულ წელს მოწესრიგდა წყლის აუზები, შეიცვალა მილები, ასევე ყველა ოჯახი ჩაერთო ქსელში. ამ ეტაპზე, შევარჩიეთ კომპანია, რომელიც კარგი ამინდის გამოსვლის შემდეგ, აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს, რათა მოხდეს წყლის დებეტის მოძიება და შესაბამისად, ზაფხულზე წყალი მუდმივ რეჟიმში გქონდეთ“ განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა,
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, სოფელში წყლის მოწესრიგების გარდა, ასევე აუცილებელია გზის შეკეთება და წისქვილის ფუნქციონირება. მათი ინფორმაციით სოფელში, ორი წისქვილია, ერთს არ ჰყავს „მეწისქვილე“, ხოლო მეორე 2012 წელს „სოფლის მხარადამჭერი პროგრამის ფარგლებში “ აიგო და დასრულებული არ არის.
მოსახლეობის განმარტებით, ყველაზე დიდი პრობლემა სოფელს სამედიცინო მომსახურების კუთხით აქვთ. მათი სურვილია, საქარიქედის ყოფილი სკოლის შენობაში ამბულატორია მოეწყოს.
კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, საქარიქედის გზის შეკეთებისათვის 16 ათასი ლარია გათვალისწინებული და ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები. გამგებელმა ასევე განაცხადა, რომ საქარიქედში სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია: „საქარიქედის ყოფილი სკოლა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის, ამიტომ კანონით შეუძლებელია აღნიშნული შენობას ჩაუტაროთ რემონტი. ამ საკითხის მოგვარებას. განათლების სამინსტროსთან შენობის გადმოცემისათვის ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. რის შემდეგ ვუზრუნველყოფთ ამბულატორიის მოწყობას, რომელსაც ეყოლება შესაბამისი მედ-პერსონალი. ამ სოფელში, ახლაც არის ექიმი დანიშნული, რომელსაც შეუძლიაერთი დღე გამონახოს მოსახლეობისათვის, თუმცა სამწუხაროდ ის თვლის, რომ ეს არ არის მისი მოვალეობა. იგისხვა რამით,პოლიტიკური გატაცებებით არის დაკავებული. ასეთი ექიმები, რომლებიც თავის მოვალეობას არ ასრულებენ სამწუხაროდ, ჩვენს სოფლებში რამდენიმეა, ამიტომ ვამზადებთ წერილს, რომელსაც შესაბამის უწყებებს გადავცემთ და საქმის კურსში ჩავაყენებთ მათ. ისექიმები, რომელიც არ ასრულებს მოვალეობას უნდა განთავისუფლდნენ სამსახურებიდან. მათ ახალი კადრები ჩაანაცვლებენ, რომლებიც იქნებიან მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე.“
კობა ლურსმანაშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს დაავალა, რომ ყურადღება მიაქციოს სოფლის წისქვილების პრობლემას. „ჩვენ წისქვილების საკითხს შევისწავლით, ასევე შევეცდებით, რომ სოფელში წისქვილებმა ფუნქციონირება დაიწყოს, თუ ეს ასე არ მოხდა შენობას გავყიდით და კერძო პიროვნება უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას“- აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
8 მაისი 2015
ნანახია: 799 - ჯერ