-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავს, ხარაგაულიდან 21 ვეტერანი შეხვდა
9 მაისს, ხარაგაულში, კულტურის სამსახურის ორგანიზებით ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წელს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავს ხარაგაულიდან 21 ვეტერანი შეხვდა, მათგან ღონისძიებაზე მოსვლა მხოლოდ ექვსმა შეძლო.
70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისტორიას ჩაბარდა თავისი შედეგებითა და მასშტაბებით ყველაზე სასტიკი ომი... ომი, რომელიც 1418 დღე გრძელდებოდა და 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დიდი სამამულო ომი- ასე უწოდეს ამ ომს. მისი ისტორია სავსეა ვაჟკაცობის, შემართებისა და გმირობის ბრწყინვალე მაგალითებით. რაც უფრო მეტი დრო გადის ფაშიზმზე გამარჯვების დღიდან, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ გამარჯვების საკაცობრიო მნიშვნელობა.
ხარაგაულის რაიონიდან ფრონტზე 5706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისათვის. 6 მათგანს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან, ოთხი ძმა ავალიანები-სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები -ხევიდან, ხუთი ძმა კუპატაძეები-ვანიდან და სხვა. სახლში დარჩენილ ხარაგაულელებსაც შეჰქონდათ წვლილი გამარჯვებაში. ჩვენი რაიონიდან გაიგზავნა 13 მილიონი მანეთი სატანკო კოლონებისა და თვითმფრინავების შესაძენად, 18 მილიონი-თავდაცვის ფონდში და 100 ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტები. ასე უპასუხეს ხარაგაულელებმა მოწოდებას -,,ყველაფერი ფრონტისათვის, ყველაფერი მტერზე გამარჯვებისათვის.“
9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შესრულდა სიმღერები და წაკითხულ იქნა გამარჯვებისადმი მიძღვნილი ლექსები. ომის ვეტერანებს გამარჯვების 70-ე წლისთავი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და სიმბოლურად საჩუქრები პირადად გადასცეს.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილმა სახელით სამამულო ომის გმირებს მადლობის წერილი და სპეციალურად მათთვის დამზადებული მედლები გადაეცათ.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ დღესთან დაკავშირებით ომის ვეტერანები ასევე 200 ლარს მიიღებენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ ყოველთვიურად კომუნალურ ხარჯებს უფარავს.
,,თქვენი უშუალო დამსახურებით, ჩვენმა სამშობლომ დიდ გამარჯვებას მიაღწია. სწორედ თქვენ ბრძანდებით ის ადამიანები, რომლებმაც პირნათლად მოიხადეს ვალი სამშობლოს წინაშე. თქვენი თავდადება, თქვენი გმირობა კვლავ დიდხანს იქნება მაგალითი მომავალი თაობისათვის. თქვენ ხართ არა მარტო ომის მონაწილეები, არამედ -გმირებიც. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს“-მიმართა სიტყვით , ომის ვეტერანებს 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ხარაგაულის კინოთეატრში ნაჩვენები იქნა ფილმი ,,ჯარისკაცის მამა“.
9 მაისი 2015
ნანახია: 1011 - ჯერ