{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ლიტერატურულ-სააგანამანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ ხარაგაულში

     

     დღეს, 11 მაისს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ხარაგაულის კინოთეატრში თანამედროვე ქართველ მწერალებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ახორციელებს.
    პროექტის ფარგლებში ხარაგაულს პროექტის კოორდინატორი მარიამ წიკლაური და ხუთი მწერალი: ნანა ქარდავა, მაკა ლდოკონენი, დათო რობაქიძე, გივი ჩიღვინაძე და ედვარდ უგულავა სტუმრობდნენ.
    თანამედროვე მწერლებმა, ხარაგაულელ მკითხველს თავიანთი შემოქმედება პირადად გააცნეს, წაიკითხეს მოთხრობები და ლექსები.
    პროექტის შესახებ ისაუბრა მარიამ წიკლაურმა: „ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს, სოფლებსა და ქალაქებს.. პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები. პროექტში მონაწილეობას სულ 75 მწერალი იღებს. ისინი, რომლებიც ტელევიზიებით არც ისე ხშირად შუქდებიან და რომლებიც, საზოგადოებაში არც თუ ისე ცნობილნი არიან“-აღნიშნა მან.
    შეხვედრა საინტერესოდ მიმდინარეობდა. დავით რობაქიძემ, ედვარდ უგულავამ, გივი ჩიღვინაძემ წაიკითხეს ლექსები. ხოლო ქალაბატონმა ნანა ქარდავამ და მაკა ლდოკონენმა ლექსებთან ერთად თავიანთი მოთხრობებიდან რამდენიმე ნაწყვეტი წარმოადგინეს.
    შეხვედრაზე ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ გივი გოგოლაძის ლექსი „ჩემი ხარაგული“ წაიკითხა, ასევე საზოგადოების წინაშე ლექსებით წარსდგნენ N2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე და ხარაგაულელი ახალგაზრდა გოგა შავიძე.
    ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს და სურვილი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავსი სახის შეხვედრები ბიბლიოთეკის ახალ შენობაში არაერთხელ გაიმართება.
    შეხვედრის დასასრულს , მწერალთა ჯგუფმა ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად თავიანთი წიგნები გადასცა.

      

      

     

    11 მაისი 2015

    ნანახია: 647 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი