{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  ხარაგაულში  ველოსიპედებით მსვლელობა რკინიგზის ხიდიდან დაიწყება

     

    20 მაისს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ველოსიპედის  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  მარათონი მოეწყობა.

    მარათონი დაიწყება 15 სთ-ზე რკინიგზის სადგურის ხიდიდან და გაგრძელდება ხარაგაულის სპორტულ დარბაზამდე.

    საერთაშორისო გარემოსდაცვითი კალენდრის მიხედვით მაისის თვე არის ველოსიპედებით სიარულის დღე, ხოლო მაისის ყოველი მესამე პარასკევი სამსახურში ველოსიპედით მისვლით აღინიშნება.

    ველოსიპედის ისტორიული საწყისები კამათის საგანია, თუმცა დანამდვილებით არის ცნობილი რომ გერმანელმა კარლ ფოლდრეისმა შექმნა მექანიზმი, რომელსაც შემდეგ პრესამ ველოსიპედი უწოდა. ველოსიპედი ყველაზე პოზიტიური და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. მეცნიერები ამტკიცებენ ველოსიპედით სეირნობისას ტვინს მიეწოდება ისეთი ინფორმაცია, რომ ადამიანს კარგ გუნება -განწყობაზე აყენებს, ველოსიპედით სეირნობა ცხოვრების ჯანსაღ წესს ამკვიდრებს.

    შეიტანეთ თქვენი წვლილი ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და წახალისებაში.                        

    19 მაისი 2015

    ნანახია: 580 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი