-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


იზა ვეფხვაძეს მიხეილ თამარაშვილის შთამომავლებმა სპეციალური საჩუქრები გადასცეს
8 ივნისს, ხარაგაულს დიდი მიხეილ თამარაშვილის შთამომავლები და ქალაქ ახალციხის მერი გოგი კოპაძე სტუმრობდა. სპეციალურად სტუმრებისთვის ხარაგაულის კინოთეატრში რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა სპექტაკლი „მოყვასისათვის შეწირულები“ წარმოადგინა. სპექტაკლში მთელი სისრულითა და სიცხადით, რეალური და ტრაგიკული ისტორიებით ოთხი თავდადებული ქართველის მიხეილ თამარაშვილის, მამა ილია კარტოზიას, გრიგოლ ფერაძისა და იოსებ ჟორდანიას ცხოვრება და მოღვაწეობაა წარმოდგენილი.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ სტუმრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი მიესალმა და აღნიშნა, რომ ხარაგაული ორჯერ უფრო ამაყია, რადგან მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებიან პატრიოტის, გმირისა და თავდადებული მამულიშვილის- მიხეილ თამარაშვილის შთამომავლები. „ვისურვებდი, რომ მუდამ გვქონდეს უნარი იმისა, რომ ყოველთვის დავაფასოთ ასეთი სტუმრები. ხოლო ჩვენი კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც ქართული კულტურის წარმოჩენისა და დამსახურებული პიროვნებების უკვადავსაყოფად შრომობენ ეს ყოველთვის თვალსაჩინოდ გამოეხატოთ. ჩვენთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შინაარსობრივი სპექტაკლების ნახვა. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს თუ როგორი სამაგალითო წინაპრები გვყავდნენ. სწორედ, მათგან უნდა აიღონ მაგალითი: თავდადების, გმირობისა და სამშობლოს სიყვარულის“ -აღნიშნა გამგებელმა.
ანზორ თამარაშვილი(მიხეილ თამარაშვილის ძმის შვილიშვილი): „ქალბატონი იზა საოცრებაა, მე მას დღეს მიხეილ თამარაშვილის ნაშრომები ჩამოვუტანე, ის რაც მოვიპოვე და რაზეც ხელი მიმიწვდებოდა. აქ არის დისკი, რომელშიც არის ფილმი მიხეილ თამარაშვილზე. ფილმი რეზო თაბუკაშვილის მიერ არის გადაღებული და მას „კვალი ნათელი“ ჰქვია. ასევე ჩამოვიტანე ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის სურათი, ეს იმ დროის ფოტოა, როცა უწმინდესი ახალი არჩეული იყო. იგი მაშინ მიხეილ თამარაშვილის დასაფლავებაზე სიტყვით გამოვიდა და საფლავიც აკურთხა.“
ანზორ თამარაშვილმა იზა ვეფხვაძეს და ხარაგაულის სამუსიკო სკოლას მისივე ავტორობით შექმნილი მუსიკის მსოფლიო ენციკლოპედიის სახელმძღვანელო გადასცა საჩუქრად.
ზაზა თამარაშვილი(ქალაქ ახალციხის მერის მოადგილე, მიხეილ თამარაშვილის შთამომავალი): დღევანდელი დღე განსაკუთრებული ემოციებითაა აღსავსე. ქართველებისთვის ასეთი შინაარსის სპექტაკლები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვისმინეთ გამოჩენილი ოთხი ადამიანის ცხოვრება. მათ სრულიად უცხო ადამიენებისათვის გასწირეს თავი და ეს მაგალითი უნდა იყოს მომავალი თაობისათვის. ქალბატონმა იზამ ნამდვილად ჭეშმარიტ ხელოვნებას გვაზიარა“.
გოგი კოპაძე (ქალაქ ახალციხის მერი) - ქალბატონი იზას ნიჭით და შემოქმედებით აღფრთოვანებული ვარ. იგი მომავალ თაობას, სტუდენტებს აძლევს მაგალითს, რათა ისინი ჭეშმარიტ მამულიშვილებად აღიზარდნონ. „მოყვასისათვის შეწირულები“ უკვე მეორედ ვნახე და აღსანიშნავია, რომ იგივე ემოციები გამიჩნდა, რაც პირველი ნახვისას. სპექტაკლი ძალიან ფრთხილ თემებს ეხება, თავგანწირვას, სამშობლოს სიყვარულს. დიდი ქართველია ქალბატონი იზა და დიდ საქმესაც აკეთებს. მინდა მადლობა გადავუხადო მას და ხარაგაულის ხელმძღვანელობას მოწვევისათვის“.
ნუგზარ თამარაშვილმა ქალბატონ იზას პატივისცემის ნიშნად, საკუთარი ხელით შესრულებული მიხეილ თამარაშვილის პორტრეტი გადასცა საჩუქრად.
9 ივნისი 2015
ნანახია: 847 - ჯერ