{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  

    მუნიციპალიტეტის   ბიუჯეტიდან  2015  წლის  ექვს თვეში გაცემული დახმარებები

      

    ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი  კომისიის მიერ 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა.

    ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს, 6 თვის განმავლობაში შემდეგი დახმარებები გაიცა:

    მედიკამენტების შესაძენად დახმარება გაეწია    572  მოქალაქეს,  თანხით  - 61 249 ლარი;

     სამედიცინო მომსახურებისთვის    დაფინანსდა 196 ბენეფიციარი. დაფინანსების საერთო თანხამ 85 672  ლარი შეადგინა.  

    ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით  მუნიციპალიტეტის გამგეობა  71  ოჯახს დაეხმარა. სულ ჩაირიცხა 15 000 ლარი.

     სარიტუალო ხარჯებისთვის დახმარება გაეწია სოციალურად დაუცველ     94  ბენეფიციარს . ამ დროისთვის ჯამში ამ თანხამ 18 800 ლარი შეადგინა.

     ომის ვეტერანის და დევნილის დაკრძალვისთვის  4 მოქალაქეს ჩაერიცხა 1000 ლარი. დიალიზზე მყოფ  და ლეიკემიით დაავადებულთა დასახმარებლად  კი 6 400 ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან.  ერთჯერადი ფინანსური დახმარება  გაეწია  95 მოქალაქეს , რომლის საერთო თანხამ 27 200 ლარი შეადგინა.

    ალილოს დღესასწაულთან დაკავშირებით  50(სოციალურად დაუცველ და უკიდურესად გაჭირვებულ ) ოჯახზე  საკვები პროდუქტებისათვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 995 ლარი გამოიყო. ხოლო ძველით საახალწლოდ  58 ოჯახისთვის  უსინათლოებისთვის, დევნილებისთვის და შ.შ.მ. ბავშვებისთვის გამგეობამ  2 900 ლარი დახარჯა.

     1989 წლის 9 აპრილს დაზარალებული   2 მოქალაქეს 300-300 ლარი ჩაერიცხათ. ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან  დაკავშირებით კი სამამულო ომის   21 ვეტერანს ერთჯერადი დახმარების სახით 200-200 ლარი ჩაერიცხათ, რომლის საერთო თანხა ჯამში 4200 ლარია.

    ბავშვთა დაცვის საერთაშორისო  დღესთან (1 ივნისი) დაკავშირებით  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის  მქონე    62   ბავშვს, თითოეულს 50 ლ ჩააერიცხათ (სულ-3100 ლარი

     დედის  (3 მარტი)   დღესთან დაკავშირებით  დახმარება გაეწია 77 მრავალშვილიან ოჯახს, რომელთაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ.  ჯამში 3 850 ლარი. ხოლო ქალთა (8 მარტი)  დღესთან დაკავშირებით  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90 წელს გადაცილებულ 51 უხუცეს ქალბატონს 50-50 ლარი ჩაერიცხათ.

    აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით  165 (დევნილ,  უკიდურესად გაჭირვებულ  და მარტოხელა) ოჯახს (თითოეულს 50 ლარი) გადაეცა, საერთო თანხით -  8250 ლარი;

     ფულადი დახმარება გადაეცათ ასევე საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისათვის ომში დაღუპულ 3  ოჯახს. ისინი არ არიან ჩართულნი სახელმწიფო პროგრამაში. თითოეულს ჩაერიცხა 200 ლარი.

    მიდმინარე წელსაც, ისევე როგორც ყოველ წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაფარა ომის ვეტერანების ყოველთვიური კომუნალური გადასახადები. თანხამ საერთო ჯამში 3 650 ლარი შეადგინა.

     ზესტაფონის უსინათლოთა კავშირის წევრ   მოქალაქეებზე  ყოველთვიურმა  დახმარებამ კომუნალური გადასახადებისათვის  7 750 ლარი შეადგინა.

     აუტიზმის  და დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით 6 მოქალაქეს გადაეცა ჯამში 1200 ლარი, ხოლო  სტიქიის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი  პირობების მქონე   21 მოქალაქეს -  23 400ლ.

     

     

    13 ივლისი 2015

    ნანახია: 533 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი