{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა მადლობის წერილი მიიღო

     

     

      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან სამადლობელი წერილი მიიღო. მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა მადლობის წერილი მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის სახელზე 10 ივლისს გამოაგზავნა.
    სამადლობელ წერილში აღნიშნულია, – „გაცნობებთ, რომ თქვენდამი დაქვემდებარებული მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურმა წარმატებით გაართვა თავი სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2015 წლის საგაზაფხულო გაწვევისათვის განსაზღვრული გეგმის შესრულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისათვის .“
    ინფორმაციისათვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა გასული წლის საშემოდგომო გაწვევის პერიოდში, ცენტრალურ გამწვევ სამედიცინო–საექსპერტო კომისიაზე 150 წვევამდელი გაიწვია, რის შედეგადაც, სახელმწიფო დავალებით გეგმით განსაზღვრული 43 წვევამდელისა სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებში 50 წვევამდელი ჩაირიცხა. გარდა ამისა, დაცვის პოლიციაში ჩაირიცხა 30 წვევამდელი.
    მიმდინარე წლის, საგაზაფხულო გაწვევისას გეგმით გათვალისწინებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 10 წვევამდელის ჩარიცხვა. სამსახურმა გაიწვია 60 წვევამდელი, საიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ დანაყოფებში ჩაირიცხა 14 წვევამდელი, 1 წვევამდელი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილში, რაც სახელმწიფო გეგმა დავალების 140% –ზე მეტია. გარდა აღნიშნულისა, დაცვის პოლიციის სამსახურში ჩაირიცხა 15 წვევამდელი.

     

     

     

    15 ივლისი 2015

    ნანახია: 564 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი