{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „ეტალონში“ გამარჯვებული ბავშვები ზვარეს „კარვების ბანაკში“ დაისვენებენ

          ხარაგაულს მედია–პროექტ „ეტალონში“ გამარჯვებული ახარგაზრდები ესტუმრნენ, რომლებიც წელს პირველად, ზვარეს „კარვების ბანაკში“, 6 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით დაისვენებენ. ზვარეს “კარვების ბანაკს“ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ესტუმრნენ.

      სოციალურ-საგანმანათლებლო  მედია-პროექტ „ეტალონში“ გამარჯვებულ ბავშვებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი შეხვდა და გაეცნო. კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მოხარულია რადგან,  „ეტალონთან“ დაწყებული ურთიერთობა, ამ ფორმატში გაგრძელდა და გამარჯვებული ბავშვები რამდენიმე დღე ხარაგაულში, ზვარეს „კარვების ბანაკში“ დაისვენებენ. ბატონი კობა ახალგაზრდებს ზვარეს ისტორიულ წარსულზე ესაუბრა და ახლანდელი მდგომარეობა გააცნო. მომავალ წელს,  იგეგმება ზვარის ბანაკის აშენება და კეთილმოწყობა. ბატონი, კობა ლურსმანაშვილი ახალგაზრდებს დაპირდა, რომ მათ როგორც პირველ გამარჯვებულებს, რომლებმაც პირველად შემოაღეს ხარაგაულის კარი, ზვარეს ბანაკის გახსნაზედაც მოიწვევენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა კურსმანაშვილი დარწმუნებულია, რომ მომავალში ამ ახალგაზრდებს  ხარაგაულის დიდი სიყვარული და ტკბილი მოგონებები ექნებათ. მისივე ინიციატივით, ასევე შეიქმნება  „ხარაგაულის საპატიო ეტალონელის“ წოდება.

       სტუმრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის სამსახურის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი დაპირდა, რომ ეს რამდენიმე დღე მათთვის საინტერესო, განსხვავებული იქნება და ისინი საკუთარ სახლებში, ხარაგაულში კვლავ დაბრუნების სურვილითწავლენ.

       ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან, სტუმარი მერიკო თოლორდავა  ხარაგაულში  პირველააა. მას  დიდი მოლოდინი აქვს და დარწუნებულია, რომ  აქ ბევრ ახალ მეგობარს შეიძენს, ხარაგაულიდანჩხოროწყუში  კი კმაყოფილი დაბრუნდება.

       შეხვედრის დასრულების შემდეგ ხარაგაულის კინო–თეატრში, „ეტალონში“ გამარჯვებული ბავშვებისათვის ფილმის ჩვენება გაიმართა.

       დღეიდან ახალგაზრდებს ზვარეს „კარვების ბანაკში“ საშუალება ექნებათ  გაიცნონ თავიანთი თანატოლები,  გამოავლინონ საკუთარი შემოქმედებითი, ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობები.

       

     

     

    7 აგვისტო 2015

    ნანახია: 571 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი