-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. შეხვედრის მიზანი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების მოსახლეობისთვის გაცნობაა. 20 აგვისტოს, შეხვედრა ხიდრის მოსახლეობასთან გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბონდო კიკნაველიძე, სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვაჟა მაჭავარიანი და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამსახურის უფროსმა, ბონდო კიკნაველიძემ და ვაჟა მაჭავარიანმა დამსწრე საზოგადოებას საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც ახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სამეწარმეო განვითარების სააგენტო. მიკრო და მცირე მეწარმეობის პროექტი თავის თავში გულისხმობს მაღაზიას, ხის მცირე საწარმოს, წისქვილს და ა.შ. რომელიც ამ პროექტით შეიძლება დაფინანსდეს.
პირველი ეტაპი არის ბიზნეს-იდეის პროექტი. დაინტერესებულ პირს დეტალურად უნდა ჰქონდეს ბიზნეს-იდეა ჩამოყალიბებული. უნდა იყოს სასაქონლე მასალის მარკა, მოდელი, წარმადობა და ფასი განსაზღვრული. ვებ-გვერდის მეშვეობით ხდება განაცხადის შევსება. ამის შემდეგ, ბიზნეს-გეგმის დეტალურ შედგენაში სამინისტრო უფასოდ ეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს-გეგმა მოეწონათ ბენეფიციარი 5000 ლარით დაფინანსდება. ბენეფიციარმა, თავის მხრივ, ფულადი თანხით (10%), აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს არის ერთ-ერთი დაზღვევა იმისა, რომ ბენეფიციარი საქმეს არ შეწყვეტს. პროექტის მიხედვით, რამდენიმე მოქალაქეს შეუძლია გაერთიანდეს ერთად და შექმნას კოოპერატივი, თითოეული მოქალაქე 5000 ლარით დაფინანსდება“. ვაჟა მაჭავარიანი მოსახლეობას, ასევე პროექტზე – „დანერგე მომავალი“ ესაუბრა, რომელიც სანერგე მეურნეობის გაშენებას გულისხმობს.
ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით, სამსახურს პირველ ეტაპზე დაახლოებით ოცდაათმა ადამიანმა მიმართა. აქედან, თოთხმეტი ადამიანი გადავიდა მეორე ეტაპზე. ეს პროექტებია: მცირე საოჯახო სასტუმრო, სასათბურე მეურნეობა, ხის სახელოსნოს გაფართოება, აფთიაქის გაკეთება, ჩირის მცირე საწარმოს გახსნა და ა.შ. მიმართულებები შეზღუდული არ არის.
მეორე ეტაპი შემოდგომიდან იწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური დაინტერესებულ პირებს დაეხმარება და კონსულტაციას გაუწევს.
შეხვედრები სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ეტაპობრივად გაიმართება.
21 აგვისტო 2015
ნანახია: 562 - ჯერ