-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


„მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი“ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრმა“ მორიგი შეხვედრა მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა. შეხვედრები მოსახლეობასთან და მათი პრობლემების მოსმენა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ახლადშექმნილი „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის“ ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის. სოფლები საკმაოდ მაღალმთიანი და ნაკლებმოსავლიანია. ამიტომ აქაური მოსახლეობა მძიმედ განიცდის ხე-ტყეზე მიუწვდომლობას და სოციალურად დაუცველთა სტატუსის გაუქმებას. საკმაოდ ხალხმრავალ შეხვედრაზე „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის“ თანამშრომელმა მოსახლეობას ის სოციალური დახმარებები გააცნო, რომელიც მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ცენტრის დირექტორმა ეკა შავიძემ კი, ცხელ ხაზზე ისაუბრა, რომელიც ხარაგაულის გმაგეობაში ფუნქციონირებს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ვარლამ(ტატო) თავზარაშვილმა გასული 3 წლის განმავლობაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამები და პროექტები გააცნო მოსახლეობას. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა კი, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და თვითმმართველობა კოორდინირებულად და შეთანხმებულად მუშაობს იმისთვის, რომ გამოიყოს პრიორიტეტები, რათა მიზნობრივად და გონივრულად მოხდეს ბიუჯეტის განკარგვა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გამგეობის კოორდინირების განყოფილების უფროსი, გიორგი ჭიპაშვილი, გამგებლის წარმომადგენელი მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში სპარტაკ ლაცაბიძე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ტალახაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, შმაგი ხიჯაკაძე, სათნოების სახლის დირექტორი გიორგი ჩიჩილიძე და ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსი ვლადიმერ მანჯავიძე.
სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილებების შეტანამ საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია ხალხში. მოსახლეობას არაერთი კითხვა გაუჩნდა. „მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის“ დირექტორის ინიციატივით მოლითის მოსახლეობასთან შეხვედრას ხარაგაულის სოციალური სააგენტოს მომსახურების მთავარი აგენტი, თამილა მაჭავარიანი ესწრებოდა. ქალბატონმა თამილამ ჩაინიშნა რამდენიმე ადამიანის მონაცემები, რომლებიც მართლა საჭიროებენ გადამოწმებას და დაჰპირდა, რომ აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას მათ შენიშვნებს. შეხვედრაზე გამოიკვეთა ერთი მარავალშვილიანი, უკიდურესად გაჭირვებული, სოფელ დეისში მცხოვრები ოჯახი, რომელსაც სათნოების სახლის დირექტორი დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში, ერთჯერადი დახმარების სახით საკვები პრუდუქტებით მოამარაგებდა.
ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსმა, ვლადიმერ მანჯავიძემ შეკრებილ მოსახლეობას უთხრა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი აქტიურად მუშაობენ, რათა მოსახლეობას სამასალე ხე-ტყზე ხელი მიუწვდებოდეთ.
საერთო ჯამში მოლითის თემის მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობით კმაყოფილია. ისინი მოუთმელად ელოდებიან ძირულა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციას, სადაც მათი სოფლის ცენტრალური გზაცაა გათვალისწინებული. აღნიშნული პროექტი 2016 წლის დასაწყისში დაიწყება.
4 სექტემბერი 2015
ნანახია: 689 - ჯერ