{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 7 სექტემბერს საკრებულოს სხდომა გაიმართა

    7 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.  სხდომაზე საკრებულოს თავჯდომარემ, ინგა მაღრაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომანგარიში წინგადადგმული ნაბიჯია და მასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები არ შემოსულა. საფინანსო–საბიუჯეტო კომისის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს მიერ გაწეული მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ მან საკრებულოს თავმჯდომარის  მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე, ამომწურავი პასუხებივერ მიიღო. ანგარიშის შეფასებისას,ვარლამ ჭიპაშვილი ტრენინგების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ტრენინგებზე წამსვლელთა სურვილი დიდია, თუმცა ეს ტრენინგები მხოლოდ რიგი დეპუტატებისთის არის ხელმისაწვდომი. საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნული საკითხით დაინტერესდა დაგანაცხადა, რომ სიამოვნებით მისცემს ყველას  შესაძლებლობას დაესწრონ ტრენინგებს თუ ბიუჯეტით იქნება შესაძლებელი. გამოსვლის დასასრულს, ვარლამ ჭიპაშვილმა დადებითად შეაფასა საკრებულოს მიერ გაწეული მუშაობა. საკრებულოს წევრმა გოგი ლაცაბიძემ ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა,საგანგაშოა ის მდგომარეობა, რომ მოსახლეობას ანგარიშთნ დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ გამოუთქვამს. საბოლოო ჯამში, დეპუტატებმა საკრებულოს მიერ გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასეს.

       საკრებულოს სხდომაზე,   მწვავე დაპირისპირება გამოიწვიაფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თორნიკე ავალიშვილის მიერ წარმოდგენილმა ანგარიშმა  გაწეული მუშაობის შესახებ. თორნიკე ავალიშვილმა შემცირებულ ელექტრონულ ტენდერებზე ისაუბრა, რომელიც შემდეგ ერთპირთან მოლაპარაკების გზით სრულდება. ასევე, შეეხო სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მისი აზრით ხარისხიანად არაა გაკეთებული. თორნიკე ავალიშვილს, სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ვარლამ (ტატო) თავზარაშვილი და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი  დაუპირისპირდა. ვარლამ ჭიპაშვილმა თორნიკე ავალიშვილს მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებები წარუდგინა და შეახსენა, რომ მათ მიერ შესრულებული პროექტები მოსახლეობას კარგად ახსოვს.

    საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება,  სოფელ ხუნევში მცხოვრები ალექსი ლომიძისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გადაცემის შესახებ.

    ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის დავით კიკნაძის ინფორმაციით,  ხარაგაულის საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს  დაიწყება.დავით კიკნაძემ  გააკეთა განცხადება, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრი იწყებს საქველმოქმედო აქციას ,,ტანსაცმელი ბაშვებს“. აქციის მიზანია დაეხმარონ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს. აქცია 7 სექტემბერს დაიწყება,  სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიბრძანდეთ  დაბა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრში.

     

     

     

     

    7 სექტემბერი 2015

    ნანახია: 666 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი